ზემო ჭარების მთავარანგელოზის ეკლესია

ზემო ჭარების მთავარანგელოზის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი ,საკულტო ნაგებობა ერედვის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ჭარებში. აგებულია გვიან შუა საუკუნეებში.

მცირე ზომის დარბაზული ეკლესია, ნაგებია ფლეთილი ქვით. აღმოსავლეთის ნახევარწრიული აბსიდის ცენტრში გაჭრილია მცირე ზომის სარკმელი, რომლის ძირში, კედელს მიშენებული აქვს მასიური ტრაპეზი. სწორკუ-თხა შესასვლელი სამხრეთი კედლის უკიდურეს, დასავლეთ ნაწილშია. დასავლეთი კედლის ცენტრის ზედა ნაწილში ვიწრო, პატარა სწორკუთხა სარკმელია. აბსიდ-ის წინ ხის მასიური ფიცრებისაგან შეკრული კანკელი დგას. კამარა შეისრულია. კედლები და კამარა შელესილ-შეთეთრებულია.

ფასადები ნაშენია ფლეთილი ქვით და შელესილია. ეკლესია გადახურულია შიფერით. კედლები დამსკდარია. კამარის სამხრეთ-დასავლეთი კუთხე ჩამონგრეულია.

ლიტერატურა რედაქტირება

  • შიდა, ქართლი, პატარა და დიდი ლიხვის ხეობების არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. I, თბ., 2002, გვ., 107