ზემო ქვალონის წმინდა გიორგის ეკლესია

ზემო ქვალონის წმინდა გიორგის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში, ხობის მუნიციპალიტეტში, სოფელ ქვალონში. ტაძარი დარბაზული ტიპისაა. სიგრძე 18, სიგანე 12 მეტრია. ტაძარი ააშენეს XVI საუკუნეში.

ზემო ქვალონის წმინდა გიორგის ეკლესია
ზემო ქვალონის წმინდა გიორგის ეკლესია — საქართველო
ზემო ქვალონის წმინდა გიორგის ეკლესია
ძირითადი ინფორმაცია
რელიგიური კუთვნილება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დროშა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: საქართველო საქართველო
პროვინცია სამეგრელო-ზემო სვანეთი.
მუნიციპალიტეტი ხობის მუნიციპალიტეტი.
სასულიერო სტატუსი უმოქმედო
ხუროთმოძღვრების აღწერა
ხუროთმოძღვრული ტიპი დარბაზული.
თარიღდება XVI საუკუნე.
დეტალები
სიგრძე 18მ
სიგანე 12მ
მასალა რიყის ქვა, კირქვა,

აღწერა რედაქტირება

ეკლესიის სიგრძე 18 მეტრია, სიგანე კი 12 მეტრია, სისქე კი ერთ მეტრს აღწევს. ტაძარი დარბაზული ტიპისაა, ტაძარს ასევე აქვს გამოშვერილი სამნავიანი საკურთხეველი, სამრეკლოსა და სადიაკვნეში პატარა ნიშებია, ტაძარს სამი კარი და შვიდი სარკმელი აქვს, რომლებიც მართკუთხა აგურებით ლამაზადაა მოჩუქურთმებული, ჩრდილოეთისა და სამხრეთის კედლებს აქვს აგურებით გამოყვანილი სამ-სამი დეკორატიული თაღი და ნახევარსვეტი. ჭერი ეყრდნობა ოთხ სვეტს. ტაძარი აშენებულია რიყისა და ფლეთილი კირქვებით, კირქვის კვადრები მხოლოდ კუთხეების ამოსაყვანადაა გამოყენებუბლი.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

  •   კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 5196