ზემო ვესტ-საიდი (Upper West Side) — უბანი ქალაქ ნიუ-იორკის მანჰეტენის რაიონში, რომელიც ცენტრალ პარკსა და მდ. ჰუძონს შორის მდებარეობს 59-ე ქუჩის ზევით.

კაფე ბროდვეიზე 112-ე ქუჩასთან

ზემო ისტ-საიდის მსგავსად, ზემო ვესტ-საიდი მეტწილად საცხოვრებელი და საყიდლების უბანია, რომლის მცხოვრებთა უმეტესობა მანჰეტენის უფრო კომერციული მიდთაუნსა და ქვემო მანჰეტენზე მუშაობს. მიუხედავად იმისა, რომ დღეს ეს განსაზღვრება უკვე ბევრს აღარ ნიშნავს, ზემო ვესტ-საიდი ყოველთვის ასოცირდებოდა ნიუ-იორკის ლიბერალულ კულტურულ და შემოქმედებით მოქალაქეებთან, მაშინ როდესაც ზემო ისტ-საიდზე უფრო კონსერვატიული კომერციული და ბიზნეს ტიპის ხალხი ცხოვრობს. უბანი მჭიდროდდასახლებულია და აქ მცხოვრებთა საშუალო შემოსავალი ბევრად აჭარბებს მანჰეტენის ზოგად საშუალო მაჩვენებელს.