ზემო ენთელისოფელი საქართველოში, ადიგენის მუნიციპალიტეტში, ფხეროს თემში.[2] მდებარეობს ფერსათის მთის სამხრეთ კალთაზე, ზღვის დონიდან 1380 მეტრზე. დაბა ადიგენიდან დაშორებულია 16 კილომეტრით, ახალციხიდან (უახლოესი რკინიგზის სადგური) 26 კილომეტრით. სოფელში არის შუა საუკუნეების ნაეკლესიარი.

სოფელი
ზემო ენთელი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე სამცხე-ჯავახეთის მხარე
მუნიციპალიტეტი ადიგენის მუნიციპალიტეტი
თემი ფხერო
კოორდინატები 41°41′12″ ჩ. გ. 42°47′38″ ა. გ. / 41.68667° ჩ. გ. 42.79389° ა. გ. / 41.68667; 42.79389
პირველი ხსენება XVI საუკუნე
ცენტრის სიმაღლე 1380
მოსახლეობა 173[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 98,3 %
სასაათო სარტყელი UTC+4
ზემო ენთელი — საქართველო
ზემო ენთელი
ზემო ენთელი — სამცხე-ჯავახეთის მხარე
ზემო ენთელი
ზემო ენთელი — ადიგენის მუნიციპალიტეტი
ზემო ენთელი

ისტორია რედაქტირება

ზემო ენთელი იხსენიება XVI საუკუნის გურჯისტანის ვილაიეთის დიდ დავთარში.საბჭოთა პერიოდში შედიოდა ბოლაჯურის სასოფლო საბჭოში, მოქმედებდა მემცენარეობისა და მეცხოველეობის მეურნეობები.

დემოგრაფია რედაქტირება

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 173 ადამიანი.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
2002[2] 202 98 104
2014[1]   173 82 91

ლიტერატურა რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. 1.0 1.1 მოსახლეობის 2014 წლის აღწერა (არქივირებული). საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 30 დეკემბერი 2019.
  2. 2.0 2.1 მოსახლეობის 2002 წლის აღწერა. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (2002 წელი). ციტირების თარიღი: 30 დეკემბერი 2019.