ზედუბანის ეკლესია

ზედუბანის ეკლესია —— არქიტექტურული ძეგლი ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედუბანში. ტაძარი დგას სოფლის სასფლაოზე. იგი სამხრეთ ფასადით ციხისწყალის ხეობას გადაჰყურებს ხოლო ჩრდილოეთით სატოპელას ხეობას.

აღწერა რედაქტირება

ზედუბანის ეკლესია დარბაზული ტიპის ნაგებობაა, ორფერდა გადახურვით, რომელშიც გამოყენებულია კრამიტი. ეკლესიაში შესასვლელი კარი დასავლეთ და სამხრეთ კედელშია გაჭრილი. შიდა სივრცე ნათდება დასავლეთ და აღმოსავლეთ კედელში დატანილი მცირე ზომის თითო-თითო სარკმლით. ეკლესია ნაგებია უმეტესად კლდის ფლეთილი ქვით. იატაკზე ქვის ფილებია მოგებული და ცემენტის ხსნარია მოსხმული.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

  •   კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 16930