ზედა ხორტის წმინდა გიორგის ეკლესია

ზედა სორტის წმინდა გიორგის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა სორტში.

აღწერა რედაქტირება

ზედა სორტის წმინდა გიორგის ეკლესია კლდის უსწორმასწორო ქვით ნაშენი ერთნავიანი ბაზილიკაა, ნაგებია კირის დუღაბზე. ტაძარი გარშემოვლებულია გალავნით, რომელიც ასევე ნაშენია ადგილობრივი კლდის ქვით, ცენტრალური შესასვლელი აქვს დასავლეთით. გარდა ამისა, ტაძარს შესასვლელი აქვს ჩრდილოეთიდან და სამხრეთიდან. აღმოსავლეთის მხარე ნახევარწრიული აფსიდითაა მოწყობილი. ამ მხარეზე გაჭრილია სამი სარკმელი, რომელიც ნახევრად ჩამონგრეულია. დასავლეთით აქვს ერთი სარკმელი, ჩრდილოეთით ერთი, სამხრეთით ერთი. აღმოსავლეთით გააჩნია ცენტრალური სარკმელი. ჩრდილოეთისა და სამხრეთის შესასვლელი კარის თავზე შემორჩენილია დიდი ზომის კარგად გათლილი ქვის არქიტრავი.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

  •   კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 5160