ზეგნის კიდურები — გორანამოსახლარი, არქეოლოგიური ძეგლი ყვარელთან. მდებარეობს მდინარე უჩარის მარცხენა ნაპირას. ზეგნის კიდურებად წოდებულ ადგილზე. გორანამოსახლარის ზედაპირი იხვნება. ნახნავში მრავლად ჩანს ძვ. წ. I ათასწლეულის I ნახევრისთვის დამახასიათებელი შავად გამომწვარი, უხეშკეციანი თიხის ჭურჭლის ნამტვრევები.

ლიტერატურა რედაქტირება