ზბიგნევი (პოლ. Zbigniew; 1070—1112) — პოლონეთის მთავრის ვლადისლავ I ჰემანის ვაჟი.

ზბიგნევი
Zbigniew
პოლონეთი პოლონეთის მთავარი
მმართ. დასაწყისი: 1102
მმართ. დასასრული: 1106
წინამორბედი: ვლადისლავ I ჰერმანი
მემკვიდრე: ბოლესლავ III
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 1070
გარდ. თარიღი: 1112
შვილები: იხილეთ ქვევით
დინასტია: პიასტი
მამა: ვლადისლავ I ჰერმანი
დედა: ქრისტინა პრავძივეცკი
ხელმოწერა:

1095 წ. ზბიგნევი ჯართან ერთად გამოჩნდა ვროცლავთან და აიძულა მამამისი დაენიშნა ის სილეზიის მმართველად. ვოევოდ სეცეხთან წარმოქმნილ მტრობის შედეგად მან დაკარგა მემკვიდრეობა და მამის თანხმობით ჩასვეს ციხეში. ეპისკოპოსების და ზოგი არისტოკრატის შუამდგომლობით განთავისეფლებულ იქნა ციხიდან, ზბიგნევი თავის ძმასთან ბოლესლავ III-სთან შეიკრა; ორივემ ალყაში მოაქციეს მამა პლოცკში, აიძულეს გაეძევებინა სეცეხი, და მეფეს დაუტოვეს მაზოვია, ხოლო დანარჩენი ქვეყანა გაიყვეს ერთმანეთში. ვლადისლავის სიკვდილის შემდეგ (1102) ზბიგნევი, ბოლესლავის პოპულარობის და უპირატესობის შურით ყოველთვის ცდილობდა, მის წინააღმდეგ აემხედრებინა გარე ძალები — გერმანიის იმპერატორი ჰაინრიხ V და ჩეხები — და ხშირად მათთან ერთად თავს ესხმოდა ქვეყანას. ასე გრძელდებოდა 1111 წლამდე, როდესაც ბოლესლავმა გასცა ბრძანება, დაეპატიმრებინათ ზბიგნევი და იქ დაებრმავებინათ. ამ დროიდან ზბიგნევი ისტორიულ წყაროებში არ მოიხსენიება.

ბავშვობა რედაქტირება

ვლადისლავ I ჰერმანი 1070 წელს ძველი წარმართული სლავური წესებით დაქორწინდა პოლონელ ქალზე, ყოველგვარი რელიგიური ცერემონიების გარეშე[1][2]. ზოგი მედიავისტი ამტკიცებს რომ მიუხედავად იმისა რომ ქორწინება ძველი წესებით მოხდა ის მაინც კანონიურია და აქვს იურიდიული ძალა. მეთორმეტე საუკუნის ბოლოსათვის პაპის ლეგატმა პეტრე კაპუამ, რომელიც პოლონეთის სამთავროში ცხოვრობდა (1197), ბრძანა მოეყვანათ ყველა ქორწინება საეკლესიო კანონების - (ლათ.) matrimonium in facie ecclesie contrahere შესაბამისად[3][4]. ზბიგნევს საკმაოფ აწუხებდა თავისი მდგომარეობა, რადგან ზოგი მას მიიჩნევდა ჰერმანის უკანონო შვილად, რომელსაც არ შეეძლო მემკვიდრეობაზე ფიქრიც კი. ზბიგნევის დაბადების თარიღი ზუსტად არაა ცნობილი და სპეციალისტები 1070-1073-ს ასახელებენ. ბოლესლავის დაბადების შემდეგ 1086, ზბიგნევისათვის სიტუაცია მკვეთრად შეიცვალა. ზბიგნევი მისცეს სასწავლებლად კრაკოვის საკათედრო ტაძართან არსებულ სკოლაში 1086[5], სადაც ის სწავლობდა ქვრივ მთავრის ქალის დობრონეგას მეურვეობის ქვეშ[6].

1087 წელს ზბიგნევის მამა მეუღლის იუდიტ ჩეხის გარდაცვალების შემდეგ, დაქორწინდა იუდით მარიაზე[7][8]. იუდიტ მარიას ურთიერთობა ზბიგნევთან ძალიან ცივი იყო.

სეცეხის უზურპაცია რედაქტირება

ზბიგნევის კვედლინბურგის მონასტერში ყოფნის დროს მამამისი ჰერმანი მოექცა ვოევოდ სეცეხის გავლენის ქვეშ. ის ალბათ მის მოვალედ თვლიდა თავს ტახტზე ასვლის გამო. სეცეხი იყო პატარა ბოლესლავის პირველი მეურვე. სეცეხის ქმედებებზე დიდი გავლენა მოახდინა მისმა: ამბიციამ, ძალაუფლების სიყვარულმა, გამდიდრების სურვილმა. თავისი მიზნების მისაღწევად ის მზად იყო ძალაც გამოეყენებინა. 1090 სეცეხმა, პოლონელი რაინდების გამოყენებით, მზად იყო შემოერთებია პომერანია. იმ დროს პოლონეთის სამთავროს პოლიტიკა კონცენტრირებული იყო რუსეთის საქმეებზე. როშჩისლავოვიჩები არ აღიარებდნენ პოლონეთის სუვერენიტეტს, აწარმოებდნენ მტრულ პოლიტიკას (განსაკუთრებით ვასილკო პოლოვცებთან კავშირში) - ისინი შემოიჭრნენ ჰერმანის სახელმწიფოში[9]. რამაც მეტად გაართულა სიტუაცია პოლონეთში. სეცეხის რეპრესიების შემდეგ (მონობაში გაყიდვა, თანამდებობიდან გადაყენება, სასამართლოები, გაძევება ), იყო მასიური პოლიტიკური ემიგრაცია პოლონეთიდან ჩეხეთში.

ლეგიტიმიზაციის აქტი რედაქტირება

სეცეხის ქმედებების გამო, ორგანიზებულ იქნა ოპოზიციონერთა ბანაკი მის წინააღმდეგ. ოპოზიციამ (სილეზიის თავად-აზნაურობა) 1093 წელს დააბრუნა ზბიგნევი სამშობლოში[10]. ვლადისლავმა ეს მიიღო როგორც აჯანყება. რაინდები რომლებიც ზბიგნევის მხარეს იყვნენ გამოიწვია მოლაპარაკებების შეწყვეტა ჰერმანთან და სეცეხთან. უნგრელი წარჩინებულების არალოიალურმა მოქმედებამ, პალატინისა და მთავარ ვლადისლავის ვაჟის - ბოლესლავის მძევლად აყვანამ, პოლონეთის მთავარი იძულებული შეიქმნა ეცნო, ზბიგნევის კანონიერი მემკვიდრეობა[11].

1093 წელს გამოცემული ლეგიტიმაციის აქტი აღიარებდა უფროსი ვაჟის წარმომავლობით უფლებებს ტახტზე. სეცეხისა და ბოლესლავის გამოქცევის შემდეგ მძევლობიდან, რომელიც სილეზიელებისა და კუიავიელების მიერ ორგანიზებული, მოითხოვეს ლეგიტიმიზაციის აქტის გაუქმება. 1096 წ. გოპლემთან ბრძოლაში პომორიელების დახმარებით მთავარმა გაიმარჯვა და დაატყვევეს ზბიგნევი. ეპისკოპოსების შუამდგომლობით 1097 ან 1099 წელს გამოუშვეს ციხიდან. მან ასევე აღიდგინა უფლებები.

მმართველობა რედაქტირება

 
1102 წლის პოლონეთის სამთავროს გაყოფის რუკა:მწვანე - ზბიგნევის მიწები, წითელი - ბოლესლავ III მიწები

თავის ძმასთან ბოლისლავთან ერთად მთავრისგან მოითხოვეს სამთავროების გაყოფა რაზეც ვლადისლავი იძულებული იყო დათანხმებულიყო. ზბიგნევმა მიიღო დიდი პოლონეთი (ველიკოპოლსკი, გნეზნოს ჩათვლით), კუიავია, ლეჩიცკის და სერაძის მიწები, მოზავია (პლოცკი). ბოლესლავმა მიიღი მცირე პოლონეთი (მალოპოლსკი), სილიზია, ლუბუშის რეგიონი, დასავლეთ პომერანია, სანდომირი და ლუბლინი (მიახლოებით ბრესტამდე ბუგზე). ჰერმანს დარჩა მაზოვია ცენტრით პლოცკში. საბოლოოდ სეცეხი გაძევებული იქნა პოლონეთიდან. ჰერმანის სიკვდილის შემდეგ პოლონეთის დაყოფამ შექმნა კონფლიქტების წინაპირობები. იყო ორი დამოუკიდებელი სამთავრო რომლების სათავეში იყვნენ მთავრები ზბიგნევი და ბოლესლავი რომლებიც აწარმოებდნენ თვითმმართველობას[12]. ისინი ატარებდნენ ორ ცალკე საშინაო და საგარეო პოლიტიკას. ძმების ირგვლივ ოკრიბებიან ადგილობრივი წარჩინებულები. წარჩინებულნი მთავრების ირგვლივ იკრიბებოდნენ იმ იმედით რომ, მომავალში დაიკავებდნენ დომინირებულ მდგომარეობას სამთავროში. საგარეო პოლიტიკის საკითხებში ორივენი ცალ-ცალკე ეძებდნენ მოკავშირეებს. სადავო გახდა პომერანიის საკითხი. ზბიგნევი იყო სასტიკად წინააღმდეგი ბოლესლავის კონცეფციის წინააღმდეგ, რითაც სურდა შეენარჩუნებინა ჩრდილოეთის მეზობელთან კარგი ეკონომიკური და პოლიტიკური ურთირთობა. ზბიგნევი მეტად მტკივნეულად განიცდიდა მისი უმცროსი ძმის პოპულარობას და წარმატებებს შურით უყურებდა.

1107 წელს ზბიგნევმა ორგანიზება გაუკეთა თავისი უმცროსი ძმის წინააღმდეგ აჯანყებას. 1107/1108 წ. ზამთარში რუსინულ-უნგრულ ჯართან ერთად ბოლესლავმა საბოლოოდ გადაწყვიტა მისი უფროსი ძმის განადგურება. მაზოვიაზე თავდასხმისას ზბიგნევი იძულებული იქნა დანებებულიყო, რამაც გამოიწვია მისი ქვეყნიდან გაძევება. ამის შემდეგ ბოლესლავი გახდა ერთპიროვნული მმართველი პოლონეთის ტერიტორიებზე[13]. ფაქტობრივად ძალაუფლების გადაცემა მოხდა ერთი წლით ადრე (1107), როდესაც ზბიგნევი ჯერ კიდევ მაზოვიაში ფეოდალურ მამულში იყო სადაც უმცროსს დაუთმო ხელისუფლება. ზბიგნევი თავის მომხრეებთან ერთად გაიქცა პრაღაში. მან მხარდაჭერა ჰპოვა ჩეხეთის მთავარ სვიატოპოლკთან. ზბიგნევი თავიდანვე ცდილობდა ბოლესლავის წინააღმდეგ განეწყო გერმანია და ჩეხეთი. 1110 წელს ბოლისლავმა წარუმატებელი შეტაკება ჰქონდა ჩეხებთან რის შემდეგ დაზავდნენ და ზბიგნევი დაბრუნდა პოლონეთში ხოლო სობიესლავი ჩეხეთში. ზბიგნევი დაბრუნდა მოსამსახურეებთან ერთად, მანამ სანამ მასზე ხმალი არ აღმართეს, დააპატიმრეს და შემდეგ დააბრმავეს. რის გამოც ბოლესლავმა ეკლესიისაგან შეჩვენება მიიღო არქიეპისკოპოს მარტინის სახით. ბოლესლავმა ამ მოქმედებისათვის საზოგადოებისაგანაც უკმაყოფილება და პიასტების მმართველობის კრიზისი გამოიწვია. ისტორიოგრაფიაში ზუსტად არაა მონაცემები იმის შესახებ, ბოლესლავი მთლიანად იყო თუ არა მოწყვეტილი ეკლესიას. ბოლესლავმა მიიღო გადაწყვეტილება საჯაროდ მოენანიებინა თავისი ქმედება ზბიგნევის დაბრმავების გამო რაც საზოგადოებაში დიდ უკმაყოფილებას იწვევდა. ამ ქმედებით მას სურდა განემტკიცებინა თავისი ავტორიტეტი და სურდა ზბიგნევის მომხრეთა გულის მოლბობას[14]. გალ ანონიმის მიხედვით კი ბოლესლავმა თითქოს ზბიგნევისაგან მიიღო პატიება[15]. მიდის დავა მისი სიკვდილის თარიღის გამო. თუმცა ტინეცის მონასტრის ნეკროლოგში ნახსენებია 1113 წლის 8 ივლისი.

შენიშვნები რედაქტირება

  1. მ. სადავოა, პ. ვერჟბიცკი: პოლონეთის ტახტის მფლობელების და პრეტენდენტების ლექსიკონი. ფ. 499
  2. ო. ბალცერი: პიასტების გენეალოგია. ფ 107. კ. იასინსკი: პირველი პიასტების წარმომავლობა. ფ. 164
  3. ჯ. ზელინსკა: პიასტები და მათი ცოლები. ნიუ-იორკი: 1975, ფ. 91
  4. კ. იასინსკი: პირველი პიასტების წარმომავლობა. ფ. 164
  5. პ. ვერჟბიცკი: პოლონეთის ტახტის მფლობელებისა და პრეტენდენტების ლექსიკონი. ფ. 499
  6. K. Maleczyński: Bolesław III Krzywousty . Ss. 22-23.
  7. პ. ვერჟბიცკი: პოლონეთის ტახტის მფლობელებისა და პრეტენდენტების ლექსიკონი. ფ. 229
  8. ო. ბალცერი: პიასტების გენეალოგია. ფ. 115
  9. კ. მალეჟინსკი (Maleczyński): ბოლესლავ III (Bolesław III Krzywousty). ფ. 26
  10. მ. კ. ბარანსკი: პიასტების დინასტია პოლონეთში. ფ. 182-183.
  11. R. Grodecki, Zachorowski., ჯ. დაბროვსკი: პოლონეთის შუასაუკუნეების ისტორია. ფ. 129
  12. კ. მალეჟინსკი: ბოლესლავ III. ფ. 1953-1956.
  13. ჯ. დაბროვსკი: პოლონეთის შუასაუკუნეების ისტორია. ფ 137
  14. ზ. დალევსკი: რიტიალები და პოლიტიკა. გალ ანონიმი: ზბიგნევისა და ბოლესლავის კონფლიკტის შესახებ. ფ. 145, კ. მალეჟინსკი: ბოლესლავ III. ფ. 1976-1977.
  15. გალ ანონიმი: პოლონეთის ქრონიკა. ფ. 159

ლიტერატურა რედაქტირება

  • ტუმინსკი (Tymiński), «მთავარ ზბიგნევის ცხოვრება» («Źycie księcia Zbigniewa») (1830).