ზაქარია (იერუსალიმის პატრიარქი)

ზაქარია (გ. 631) — მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდანი, ხსენების დღე არის ძველი სტილით 21 თებერვალი, ახალი სტილით — 5 მარტი. იერუსალიმელი პატრიარქი 609632 წლებში.

ზაქარია
დაიბადა VI საუკუნე
გარდაიცვალა 631
ხსენების დღე 21 თებერვალი
მოღვაწეობა პატრიარქი და მღვდელმსახური
ენა ძველი ბერძნული ენა

ზაქარია იყო იერუსალიმელი პატრიარქი, რომელიც VI საუკუნის ბოლოს და VII საუკუნის დასაწყისში ცხოვრობდა. 614 წელს სპარსეთის მეფე ხოსრო II თავს დაესხა იერუსალიმს, გაძარცვა ქალაქი, უფლის ცხოველსმყოფელი ჯვარი იგდო ხელთ, დახოცა 90 000-მდე ქრისტიანი და ტყვეებიც აიყვანა. ტყვეებს შორის წმინდა ზაქარიაც იყო. შემდგომში, ხოსრო II იძულებული გახდა ბიზანტიის იმპერატორ ჰერაკლესათვის (610-641) ზავი ეთხოვა, რომლის სანაცვლოდაც უფლის ჯვარი და ცოცხლად დარჩენილი ტყვეები უკან უნდა დაებრუნებინა. გათავისუფლდა იერუსალიმის პატრიარქი ზაქარიაც, რომელიც 633 წელს გარდაიცვალა.

ლიტერატურა რედაქტირება

  • „წმიდანთა ცხოვრება“, ტომი I, თბილისი, 2001 წ.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება