ზაქარია ქუცნაშვილი

ზაქარია ქუცნაშვილი (დ. 13 თებერვალი, 1972, თბილისი) — ქართველი იურისტი, პოლიტიკოსი, საქართველოს სამი მოწვევის (1999, 2012, 2016) პარლამენტის წევრი.

ზაქარია ქუცნაშვილი
დაბადების თარიღი 13 თებერვალი, 1972 (1972-02-13) (52 წლის)
დაბადების ადგილი თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
განათლება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ეროვნება ქართველი
რელიგია მართლმადიდებელი
პარტია ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო
საქმიანობა ადვოკატი

ბიოგრაფია რედაქტირება

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. იგი იყო შპს "სადაზღვევო კომპანია არგანის“ გენერალური დირექტორის მოადგილე სამართლებრივ საკითხებში. მუშაობდა საქართველოს პარლამენტის აპარატში, იყო თბილისის საკრებულოს წევრი. 1999-2004 წლებში იყო საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „საქართველოს აღორძინება“, იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე. 2004-2006 წლებში იყო თბილისის სულხან-საბას სახელობის პედაგოგიური უნივერსიტეტის უფროსი მასწავლებელი, 2005-2007 წლებში - ა(ა)იპ "საქართველოს ელექტროენერგიის საბითუმო ბაზრის" იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ხოლო 2005-2012 წლებში - ასოციაცია „კანონი ხალხისთვის“ თავმჯდომარე, საგანმანათლებლო რადიო პროექტი "კანონი ხალხისათვის" ავტორი და წამყვანი. 2006 წლიდან არის ადვოკატი სამოქალაქო სამართლის სპეციალიზაციით. 2006-2012 წლებში - შპს "ზაქარია ქუცნაშვილის საადვოკატო ბიუროს" დირექტორი. 2007-2012 წლებში იყო საქართველოს საპატრიარქოს იურიდიული სამსახურის ხელმძღვანელი. 2007 წლიდან - კავკასიის სამართლის სკოლის ლექტორი. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში თიანეთის მაჟორიტარობის კანდიდატი იყო („ქართული ოცნება“), სადაც ხმათა 59,02% მიიღო (4354 ხმა) და პირველი ადგილი დაიკავა.[1] 2012-2016 წლებში იყო საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი (თიანეთის მაჟორიტარი), საარჩევნო ბლოკი: „ბიძინა ივანიშვილი — ქართული ოცნება“. 2016-2019 წლებში იყო საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი (თიანეთის, დუშეთისა და ყაზბეგის მაჟორიტარი), საარჩევნო ბლოკი: „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“. [1] 2019 წლის 21 ივნისს ზაქარია ქუცნაშვილმა დეპუტატის მანდატი დატოვა.[2]

ჰყავს მეუღლე - თეა სანიკიძე და ორი შვილი - თამარი (თათული) და თორნიკე.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. შედეგები 2012
  2. ზაქარია ქუცნაშვილმა დეპუტატის მანდატი დატოვა. sputnik-georgia.com (21 ივნისი, 2019). ციტირების თარიღი: 22 ივნისი, 2019.