ზაქარია ანდრონიკაშვილი

ზაქარია თამაზის ძე ანდრონიკაშვილი (დ. 1740 ― გ. 1802) — ქართლ-კახეთის სამეფოს პოლიტიკური და სამხედრო მოღვაწე.

ბიოგრაფია რედაქტირება

თამაზ ანდრონიკაშვილის ვაჟი. სიმამაცის გამო ცნობილი იყო „მიწის მგლის“ მეტსახელით. 1756 თავი გამოიჩინა ლეკებთან ბრძოლაში სოფ. კარალეთსა და სკრასთან. მეფის ასულ ელენესთან გამიჯნურების გამო ერეკლე II-მ რუსეთში გააძევა. თავისი ქალი კი იმერეთის მეფე სოლომონ I-ის ძმას არჩილს მიათხოვა. ელენეს დაქვრივების შემდეგ (1771) ანდრონიკაშვილი დაბრუნდა რუსეთიდან და დაქორწინდა მასზე. 1780 დანიშნეს ქიზიყის მოურავად. 90-იანი წლების დასაწყისში ერეკლე II-ის დავალებით იბრძოდა იმერეთში თავისი გერის დავით არჩილის ძის (შემდეგში სოლომონ II) გასამეფებლად. 1795 თავი ისახელა კრწანისის ბრძოლაში.

ლიტერატურა რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება