ზაქათლის თეთრიქართული აბორიგენული თეთრყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიში ჰერეთიდან.

ერთეული ძირები გვხვდება ზაქათალის ვენახებში.

ბოტანიკური აღწერა რედაქტირება

ზრდასრული ფოთოლი საშუალო ზომისაა, გულისებრი ფორმის, სამნაკვთიანი, იშვიათად თითქმის მთლიანი. ფოთლის ქვედა მხარე საშუალოდ ჯაგრისებრადაა შებუსული. ყვავილი მდედრობითია. მტევანი საშუალოზე მცირე ზომისაა, კონუსური ან ცილინდრულ-კონუსური ფორმის, მეჩხერი, მარცვალი — საშუალო ზომის, მომრგვალო, ღია ყვითელი, თხელკანიანი. რბილობი ლორწოვანი აქვს,გემო — მომწკლარტო, მაგრამ სასიამოვნო. ახასიატებს მარცვალცვენა და წვრილმარცვლიანობა.

ზაქათალის თეთრი სიწიფის საგვიანო პერიოდის საღვინე ვაზის ჯიშია. სიმწიფეში სექტემბრის ბოლოს შედის. მცირემოსავლიანია. ყურძნის სრული სიმწიფის პერიოდში მისი შაქრიანობა აღწევს 19-20%-ს, ხოლო მჟავიანობა — 5.5-6.5 გ/ლ-ს.

მიიღება სუფრის თეთრი მშრალი ღვინო.

ლიტერატურა რედაქტირება

  • უჯმაჯურიძე ლ., კაკაბაძე გ., მამასახლიშვილი ლ., „ქართული ვაზის ჯიშები“, თბ., 2018, გვ. 131