ზაურ ბოლქვაძე

ქართველი პოეტი
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ბოლქვაძე.

ზაურ ემელიანეს ძე ბოლქვაძე (დ. 2 აპრილი, 1933, გუთური, ჩოხატაურის რაიონი — გ. 23 ივნისი, 1997[1]) — ქართველი პოეტი.

ზაურ ბოლქვაძე
დაბადების თარიღი 2 აპრილი, 1933(1933-04-02)
დაბადების ადგილი გუთური, საქართველოს სსრ, სსრკ
გარდაცვალების თარიღი 23 ივნისი, 1997(1997-06-23) (64 წლის)
საქმიანობა პოეტი
მოქალაქეობა  სსრკ
 საქართველო
ალმა-მატერი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
Magnum opus ლექსები

ბიოგრაფია რედაქტირება

1941-1948 წლებში სწავლობდა გუთურის რვაწლიან სკოლაში, ხოლო 1948-1951 წლებში — ჩოხატაურის საშუალო სკოლაში. 1951 წელს ჩააბარა და 1956 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის ჟურნალისტიკის განყოფილება. ერთი წელი იმუშავა რადიოინფორმაციის მთავარ სამმართველოში. 1957 წლიდან მუშოაბდა გაზეთ „ახალგაზრდა სტალინელში“. პირველი ლექსი 1951 წელს გამოაქვეყნა, ლექსთა პირველი კრებული „ღელვის დასაწყისი“ — 1961 წელს. 1962-1965 წლებში იყო „ცისკრის“ განყოფილების გამგე. ავტორია რამდენიმე პოეტური კრებულისა: „ლექსები“ (1964, 1968, 1972, რუსულ ენაზე 1971), „მიწის სიმწვანე“ (1966), „ვარსკვლავები“ (1970) და სხვა. ბოლქვაძის ცალკეული ლექსები თარგმნილია უკრაინულ, სომხურ, გერმანულ, პოლონურ და ბერძნულ ენებზე. თარგმნა ნ. ტიხონოვის, ა. ტვარდოვსკის, ბ. ახმადულინას, ილ კუპალას, ე. ლოტიანუს და სხვების ნაწარმოებები.

ზაურ ბოლქვაძის პირადი არქივი დაცულია საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში.[2] თბილისში არსებობს მისი სახელობის ქუჩა.

ლიტერატურა რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტი. Culture Committee Par (2 აპრილი, 2020). ციტირების თარიღი: აპრილი, 2020.
  2. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის საარქივო ფონდი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-08-08. ციტირების თარიღი: 2013-06-04.