ზაისანი (ყაზახ. Зайсан) — გამდინარე ტბა სამხრეთ ალთაის, თარბაღათაისა და საურის ქედების შტოქედებს შორის მოქცეულ ქვაბულში, ყაზახეთის აღმოსავლეთ ნაწილში. ტბაში ჩაედინება მდინარე შავი ირტიში, გამოედინება მდინარე ირტიში. ბუხთარმის ჰესის აშენებამდე ზაისანის ფართობი 1810 კმ² იყო, სიგრძე 111 კმ, სიგანე დაახლოებით 30 კმ. ტბის საშუალო სიღრმეა 4-6 მ, მაქსიმალური 15 მ. ტბაში კაშხლის აგების შემდეგ ტბაში ჩამდინარე შავი ირტიში შეგუბდა და ტბის დონემ 7 მეტრით აიწია. ამჟამად ზაისანი ბუხთარმის წყალსაცავის უდიდეს ნაწილს შეადგენს.

ზაისანი
ზაისანი
ზაისანი
კოორდინატები: 48°00′00″ ჩ. გ. 84°00′00″ ა. გ. / 48.00000° ჩ. გ. 84.00000° ა. გ. / 48.00000; 84.00000
მდებარეობა ყაზახეთის დროშა ყაზახეთი
სიმაღლე ზღვის დონიდან 420 
სიგრძე 105 კმ
სიგანე 48 კმ
ფართობი 1810 კმ²
საშუალო სიღრმე 4-6 
მაქსიმალური სიღრმე 15 
ზაისანი — ყაზახეთი
ზაისანი

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება