ვოლგოდონოვკა (ყაზახ. Волгодоновка) — სოფელი ყაზახეთში, აყმოლის ოლქის არშალის რაიონში. ვოლგოდონოვკის სასოფლო ოკრუგის ცენტრი. მდებარეობს რაიონის ცენტრ არშალიდან დაახლ. 21 კმ-ით ჩრდილო-დასავლეთით. ატოკ კოდი — 113441100.[1]

სოფელი
ვოლგოდონოვკა
ქვეყანა ყაზახეთის დროშა ყაზახეთი
ოლქი აყმოლის ოლქი
რაიონი არშალის რაიონი
სასოფლო ოკრუგი ვოლგოდონოვკის სასოფლო ოკრუგი
კოორდინატები 51°01′50″ ჩ. გ. 71°57′42″ ა. გ. / 51.03056° ჩ. გ. 71.96167° ა. გ. / 51.03056; 71.96167
დაარსდა 1913
მოსახლეობა 1004 კაცი (2009)
სასაათო სარტყელი UTC+6
სატელეფონო კოდი +7 71644
საფოსტო ინდექსი 020204
საავტომობილო კოდი 03 (ადრე C, O, W)
ვოლგოდონოვკა — ყაზახეთი
ვოლგოდონოვკა

გაშენებულია მდინარე იშიმის მარცხენა სანაპიროზე, ვიაჩესლავკის წყალსაცავიდან 8 კმ-ში.

ისტორია რედაქტირება

სოფელი დაარსდა 1913 წელს. სახელი ეწოდა იმ ადგილის მიხედვით, საიდანაც პირველი მოსახლეები იყვნენ წარმოშობით (სარატოვის გუბერნია, დონი).

მოსახლეობა რედაქტირება

1989 წლის მოსახლეობის სრულიად საკავშირო აღწერის მიხედვით მოსახლეობის რაოდენობა შეადგენდა 1148 კაცს, რომლის 43% ეთნიკურად რუსი იყო, ხოლო 30% — გერმანელი.[2]

1999 წელს სოფელში ცხოვრობდა 941 ადამიანი (459 მამაკაცი და 482 ქალი).[3] 2009 წლის აღწერის მონაცემებით, მისი მოსახლეობა 1004 ადამიანს შეადგენს (516 მამაკაცი და 488 ქალი).[3]

სქოლიო რედაქტირება

  1. База КАТО. Агентство Республики Казахстан по статистике. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-02-27. ციტირების თარიღი: 2013-02-16.
  2. Итоги Всесоюзной переписи населения 1989 года по Казахской ССР. Том 3 (რუსული)
  3. 3.0 3.1 Итоги Национальной переписи населения Республики Казахстан 2009 года. Агентство Республики Казахстан по статистике. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-02-27. ციტირების თარიღი: 2019-03-25.