ვლადისლავ ვოევოდსკი

ვლადისლავ ვლადისლავის ძე ვოევოდსკი (რუს. Владисла́в Владисла́вович Воево́дский; დ. 25 ივლისი, 1917, სანქტ-პეტერბურგი — გ. 20 თებერვალი, 1967, ნოვოსიბირსკი) — საბჭოთა ქიმიკოსი, სსრკ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი ქიმიური ფიზიკის ინსტიტუტში.

ვლადისლავ ვოევოდსკი
დაბ. თარიღი 25 ივლისი, 1917(1917-07-25)
დაბ. ადგილი სანქტ-პეტერბურგი[1]
გარდ. თარიღი 20 თებერვალი, 1967(1967-02-20)[1] (49 წლის)
გარდ. ადგილი ნოვოსიბირსკი, რუსეთი[1]
დასაფლავებულია ნოვოდევიჩიეს სასაფლაო
მოქალაქეობა  სსრკ
რუსეთის იმპერია
საქმიანობა ქიმიკოსი
მუშაობის ადგილი სემენოვის სახელობის ქიმიური ფიზიკის ინსტიტუტი
ალმა-მატერი სანქტ-პეტერბურგის პოლიტექნიკური უნივერსიტეტი
განთქმული მოსწავლეები იური მოლინი
სამეცნიერო ხარისხი ქიმიის მეცნიერებათა დოქტორი
ჯილდოები სსრკ-ის სახელმწიფო პრემია და Bourke Award[2]
საიტი prometeus.nsc.ru/science/schools/voevod/

ბიოგრაფია რედაქტირება

1946-1952 წლებში მუშაობდა მოსკოვის უნივერსიტეტის ქიმიური კინეტიკის კათედრაზე, ხოლო 1953-1961 წლებში მოსკოვის ფიზიკურ-ტექნიკურ ინსტიტუტში. 1961 წლიდან იყო ნოვოსიბირსკის უნივერსიტეტის ბუნებისმეტყველების ფაკულტეტის დეკანი. დაამუშავა წყალბადის დაჟანგვის თეორიის პრინციპული საკითხები. შექმნა ოლეფინური ნახშირწყალბადების კრეკინგის პირველი რაოდენობრივი თეორია. მნშვნელოვნად განავითარა წარმოდგენები ჰეტეროგენულ-კატალიზური პროცესების ბუნებასა და მექანიზმზე. რადიოსპექტროსკოპიის მეშვეობით გამოიკვლია სხვადასხვა ქიმიურ პროცესში თავისუფალი რადიკალების აგებულების, თვისებებისა და რეაქციის საკითხები. იყო ჟურნალ „სტრუქტურნაია ხიმიის“ რედაქტორი და „კინეტიკა ი კატალიზის“ რედკოლეგიის წევრი.

ჯილდოები რედაქტირება

ლიტერატურა რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება