ვლადიმირ კოტელნიკოვი

ვლადიმერ ალექსანდრეს ძე კოტელნიკოვი (რუს. Владимир Александрович Котельников; დ. 24 აგვისტო, 1908, ყაზანი — გ. 11 თებერვალი, 2005, მოსკოვი) — საბჭოთა მეცნიერი რადიოტექნიკის დარგში. სსრკ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1953). ორგზის სოციალური შრომის გმირი (1969 და 1978). სკკპ წევრი 1948 წლიდან.

დაამთავრა მოსკოვის ენერგეტიკის ინსტიტუტი 1931 წელს. 1954 წლიდან სსრკ-ს მეცნიერებათა აკადემიის რადიოტექნიკის და ელექტრონიკის ინსტიტუტის დირექტორი, 1970 წლიდან სსრკ მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი. მისი მთავარი შრომები ეხება რადიომიღების მეთოდების სრულყოფის პრობლემებს, აგრეთვე პოტენციური დაბრკოლებამდგრადობის თეორიას. კოტელნიკოვის ხელმძღვანელობით, სსრკ-ში მიმდინარეობდა მუშაობა მარსის, ვენერასა და მერკურის რადიოლოკაციის დარგში. ამერიკის ინჟინერთა ინსტიტუტის საპატიო წევრი (1964), ჩეხოსკოვაკიის მეცნიერებათა აკადემიის უცხოელი წევრი (1965), პრაღის უმაღლესი ტექნილოგიური სასწავლებლის საპატიო დოქტორი (1967). სსრკ-ს სახელმწიფო პრემია (1943 და 1946), ლენინური პრემია (1964). დაჯილდოებულია 5 ლენინის ორდენით, 2 სხვა ორდენით და მედლებით.

ლიტერატურა რედაქტირება