ვლადიმერ ჩაჩიბაია

ქართველი გენერალ-ლეიტენანტი

ვლადიმერ ჩაჩიბაია (დ. 4 ნოემბერი, 1971, თბილისი) — ქართველი სამხედრო მოღვაწე, გენერალ-ლეიტენანტი, საქართველოს თავდაცვის ძალების პირველი მეთაური 2018 წლიდან 2020 წლამდე. საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსი 2008-2009 წლებში.[2] საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი 2016-2018 წლებში. აშშ-ის ლეგიონის ღირსებისა (2018) და საფრანგეთის ღირსების ორდენების კომანდორი (2019).

ვლადიმერ ჩაჩიბაია
ვლადიმერ ჩაჩიბაია
ვლადიმერ ჩაჩიბაია 2014 წელს (სურათზე მარჯვნივ)
საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი
ამჟამინდელი თანამდებობა
დაიკავა11 დეკემბერი, 2020
პრეზიდენტი  სალომე ზურაბიშვილი

თანამდებობაზე ყოფნის დრო
20 დეკემბერი, 2018 – 1 ივლისი, 2020
პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი
პრემიერ-მინისტრიმამუკა ბახტაძე
გიორგი გახარია
წინამორბედითანამდებობა შეიქმნა
მემკვიდრეგიორგი მათიაშვილი

საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
22 ნოემბერი, 2016 – 20 დეკემბერი, 2018
პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი
სალომე ზურაბიშვილი
პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი
მამუკა ბახტაძე
წინამორბედივახტანგ კაპანაძე
მემკვიდრეზაზა ჩხაიძე

დაბადებული4 ნოემბერი, 1971 (1971-11-04) (52 წლის)
თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ
მოქალაქეობასაქართველოს დროშა საქართველო
ეროვნებაქართველი
მეუღლებელა ჩაჩიბაია[1]
შვილებიგიორგი, ანასტასია, ნინო[1]
განათლებასაქართველოს გაერთიანებული სამხედრო აკადემია
წოდება
გენერალ-ლეიტენანტი
რელიგიამართლმადიდებელი ქრისტიანი
ჯილდოებილეგიონის ღირსების ორდენის კომანდორი ღირსების ორდენის კომანდორი
„ოქროს საწმისის“ ორდენი საქართველოს საბრძოლო დამსახურების მედალი

ბიოგრაფია რედაქტირება

განათლება რედაქტირება

1993-1994 წლებში სწავლობდა საქართველოს გაერთიანებულ სამხედრო აკადემიაში.[3] 2004 წელს დაამთავრა საქართველოს საბაჟო აკადემიის იურიდიული ფაკულტეტი. 2002-2003 წლებში გაიარა აშშ-ის სამეთაურეო და გენერალური შტაბის ოფიცერთა კურსი. 2007-2008 წლებში სწავლობდა აშშ-ის არმიის ომის კოლეჯში.

სამხედრო სამსახური რედაქტირება

1989-1991 წლებში ჩაჩიბაია მსახურობდა საბჭოთა კავშირის სამხედრო-საჰარეო ძალებში. 1991 წელს შეუერთდა ახალ ჩამოყალიბებულ საქართველოს ეროვნული გვარდიას. 1992-1993 წლების საქართველოს სამოქალაქო ომში იყო ეროვნული გვარდიის ოცეულის მეთაური.

1994-2007 წლებში ჩაჩიბაია მუშაობდა სხვადასხვა საპასუხისმგებლო თანამდებობებზე, მათ შორის: 25-ე ქვეითი ბრიგადის ქვეითი ოცეულის მეთაური (1994–1995), AGS-17 ოცეულის მეთაური, დაზვერვის ბატალიონი; (1995–1996),დაზვერვის ასეულის მეთაურის მოადგილე, დაზვერვის ბატალიონი (1996–1998); S-3 ოფიცერი, ცალკეული დაზვერვის ბატალიონი (1998–1999), სწრაფი რეაგირების ძალების ინსტრუქტორთა ჯგუფის მეთაურის მოადგილე (1999–2000), სწრაფი რეაგირების ძალების საბრძოლო მზადყოფნის ოფიცერი (2000–2001), სპეციალური ძალების ბრიგადის G-2 უფროსი (2001–2002), სპეციალური ძალების ბრიგადის პირადი შემადგენლობის ოფიცერი (2002–2003), I ქვეითი ბრიგადის შტაბის უფროსი (2003–2005), ქართული კონტინგენტის მეთაური ერაყში (2004), III ქვეითი ბრიგადის მეთური (2005), გენერალური შტაბის J-3 დეპარტამენტის უფროსი (2005–2006), სახმელეთო ძალების შტაბის უფროსი და სახმელეთო ძალების უფროსის მოვალეობის შემსრულებელი (2006), გაერთიანებული შტაბის უფროსის მოადგილე (2006), გაერთიანებული შტაბის J-3 დეპარტამენტის უფროსი (2007).[4]

2008 წლის ივლისში გახდა გაერთიანებული შტაბის განათლების დეპარტამენტის უფროსი.[5] იმავე წლის 4 ნოემბერს ჩაჩიაბაიამ ჩაიბარა გაერთიანებული შტაბი. ოთხი თვის თავზე მან აღნიშნული თანამდებობა დატოვა და 2009 წელს საქართველოს თავდაცვის მინისტრის, ბაჩო ახალაიას პირველ მოადგილედ დაინიშნა.[6], ხოლო იმავე წელს გახდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საგანგებო დავალებათა ელჩი.

2010–2012 წლებში მუშაობდა უფროს მრჩეველად საქართველოს საელჩოში აშშ-ში, კანადასა და მექსიკაში; 2012–2015 წლებში გაერთიანებული შტაბის უფროსის მოადგილედ.

2015 წლის 12 ოქტომბრიდან 2016 წლის სექტემბრამდე ეკავა უფროსი სამხედრო მრჩეველის თანადებობა გაეროს დამხმარე მისიაში ავღანეთში.[7]

2015–2016 წლებში იყო დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორი.

2016 წლის აგვიტოში ჩაჩიბაია დაინიშნა საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილედ,[8] იმავე წლის 22 ნოემბერს კი შტაბის უფროსად, რომელმაც ჩაანაცვლა გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე.[9]

2018 წლის 20 დეკემბერს იგი საქართველოს თავდაცვის ძალების პირველი მეთაური გახდა.[10]2019 წელს ვლადიმერ ჩაჩიბაიას გენერალ-ლეიტენანტის წოდება მიენიჭა.[11] 2020 წლის 1 ივლისს თანამდებობრივი მოვალეობა გიორგი მათიაშვილს გადააბარა.[12]

სამოქალაქო სამსახური რედაქტირება

2020 წლიდან 2023 წლის 24 მარტამდე იყო საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“.[13]

ჯილდოები რედაქტირება

ვლადიმერ ჩაჩიბაია არის უამრავი სახელმწიფო ჯილდოს მფლობელი, მათ შორისაა მედალი „საბრძოლო დამსახურებისთვის“ (1999), მედალი „გენერალი მაზნიაშვილი (2006), ოქროს საწმისის ორდენი (2014), მედალი „სამშობლოსათვის თავდადებული“ (2016), მედალი „დიდგორის ჯვარი“ (2017), მედალი „თეთრი გიორგი (2019), ლიეტუვის რესპუბლიკის სამხედრო სამსახურის მედალი (2019) და სხვა. 2018 წელს ჩაჩიბაია გახდა აშშ-ის ერთ-ერთი პრესტიჟული ჯილდოს, ლეგიონის ღირსების ორდენის კავალერი.[14] 2019 წელს იგი კიდევ ერთი პრესტიჟული ჯილდოს, საფრანგეთის ღირსების ორდენის კავალერი გახდა. ჩაჩიბაიას ჯილდო საფრანგეთის ელჩმა, დიეგო კოლამ გადასცა ორ ქვეყანას შორის მეგობრობისა და თანამშრომლობისადმი ურყევი მხარდაჭერისთვის.[15]

ლიტერატურა რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. 1.0 1.1 ვლადიმერ ჩაჩიბაიას დეკლარაცია. declaration.gov.ge. ციტირების თარიღი: 3 მაისი, 2020.[მკვდარი ბმული]
  2. ვლადიმერ ჩაჩიბაია. Iverieli. ციტირების თარიღი: 4 მაისი, 2020.
  3. მამუკა გოგიტიძე, ზაზა ჯაფარიძე (2018). სამხედრო კადრების სამჭედლო (თბილისის სამხედრო სასწავლების ისტორია 1862 წლიდან დღემდე). თბილისი, გვ. 209, გვ. 244. 
  4. ვლადიმერ ჩაჩიბაიას ბიოგრაფია. „სივილ ჯორჯია“ (2011). ციტირების თარიღი: 4 მაისი, 2020.
  5. ჩაჩიბაია ვლადერ. „ბიბლიოვიკი“. ციტირების თარიღი: 4 მაისი, 2020.
  6. გენშტაბის უფროსი შეცვალეს. „სივილ ჯორჯია“ (5 მარტი, 2009). ციტირების თარიღი: 2 მაისი, 2020.[მკვდარი ბმული]
  7. ვლადიმერ ჩაჩიბაია ავღანეთში გაერო-ს მისიის უფროს სამხედრო მრჩევლად შეარჩიეს. timer.ge (13 ოქტომბერი, 2015). ციტირების თარიღი: 4 მაისი, 2020.
  8. ელენე ხაჭაპურიძე. (22 აგვისტო, 2016) გენერალური შტაბის უფროსის მოადგილეები შეიცვალნენ. „ნეტგაზეთი“. ციტირების თარიღი: 4 მაისი, 2020.
  9. პრეზიდენტმა გენერალური შტაბის უფროსად ვლადიმერ ჩაჩიბაია დანიშნა. Fortuna.Ge. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-04-15. ციტირების თარიღი: 1 მაისი, 2020.
  10. მთავრობამ პრეზიდენტს თავდაცვის ძალების მეთაურად ისევ ვლადიმერ ჩაჩიბაია წარუდგინა. Imedinews.ge (19 დეკემბერი, 2018). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-02-28. ციტირების თარიღი: 4 მაისი, 2020.
  11. საქართველოს პრეზიდენტმა საქართველოს თავდაცვის ძალების 8 წარმომადგენელს სამხედრო წოდებები მიანიჭა. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია (30 აპრილი, 2019). ციტირების თარიღი: 4 მაისი, 2020.[მკვდარი ბმული]
  12. გიორგი მათიაშვილი თავდაცვის ძალების ხელმძღვანელის უფლებამოსილებას ხვალ გადაიბარებს. imedinews.ge (30 ივნისი, 2020). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-07-02. ციტირების თარიღი: 7 ივლისი, 2020.
  13. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საქართველოს პარლამენტის 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნები შეაჯამა. ცესკო (2020-12-03). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-12-15. ციტირების თარიღი: 19 დეკემბერი, 2020.
  14. გენერალური შტაბის უფროსის ვიზიტი აშშ-ში. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო (29 აგვისტო, 2018). ციტირების თარიღი: 4 მაისი, 2020.
  15. თავდაცვის ძალების მეთაურს საფრანგეთის ღირსების ეროვნული ორდენის კომანდირის მედალი გადაეცა. Guardian.ge (12 ნოემბერი, 2019). ციტირების თარიღი: 4 მაისი, 2020.