ვლადიმერ გვახარია

სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ გვახარია.

ვლადიმერ გვახარია (დ. 16 მარტი, 1923 — გ. 27 აპრილი, 1999) — ქართველი გეოგრაფი. გეოგრაფიულ მეცნიერებათა დოქტორი (1993).

ვლადიმერ გვახარია
დაბ. თარიღი 16 მარტი, 1923(1923-03-16)
დაბ. ადგილი თბილისი
გარდ. თარიღი 27 აპრილი, 1999(1999-04-27) (76 წლის)
გარდ. ადგილი თბილისი
მოქალაქეობა  სსრკ
 საქართველო
საქმიანობა გეოგრაფი
მუშაობის ადგილი ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტი
ალმა-მატერი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
სამეცნიერო ხარისხი გეოგრაფიის მეცნიერებათა დოქტორი

ბიოგრაფია რედაქტირება

ვლადიმერ გვახარიამ დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი ჰიდროლოგია-კლიმატოლოგიის სპეციალობით 1952 წელს. 1952–56 წლებში ქალაქ ლენინგრადის სახელმწიფო ჰიდროლოგიურ ინსტიტუტში გაიარა ასპირანტურის კურსი.[1]

მუშაობდა ჰიდრომეტეოროლოგიის თბილისის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში და „საქენერგოში“. 1960 წლიდან მუშაობდა ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტში, ბოლო პერიოდში, მთავარ მეცნიერ თანამშრომლად (იყო კლიმატოლოგიის განყოფილების გამგე). წლების მანძილზე კითხულობდა ლექციებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტზე, მასწავლებელთა გადასამზადებელ კურსებზე.[1]

საკანდიდატო დისერტაცია დაიცვა 1956 წელს თემაზე: „მდ. მტკვირს ზემო აუზის წყლის რეჟიმი“, ხოლო სადოქტორო დისერტაცია 1993 წელს თემაზე: „მთიანი ქვეყნების წყალსატევებიდან აორთქლების გეოგრაფიული მოდელირება“. ავტორია 90-ზე მეტი სამეცნიერო შრომისა, რომელთაგან 4 მონოგრაფიაა. აქვს სამეცნიერო ჯილდოები.[1]

ბიბლიოგრაფია რედაქტირება

  • საქართველოს კლიმატის თანამედროვე ცვლილება (რედაქტორი). თბ., მეცნიერება, 1991.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. 1.0 1.1 1.2 ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი. თბ., 2003.