ვიჯაიავადა (ტელუგუ విజయవాడ) — ქალაქი ინდოეთში, უდიდესი კრიშნის რაიონში და მესამე უდიდესი ანდჰრა-პრადეშის შტატში, ჰაიდარაბადისა და ვიშაკჰაპატნამის შემდეგ. 2011 წლის მონაცემებით, ქალაქის მოსახლეობა 1 048 240 ადამიანია,[2] მეტროპოლიური არეალის კი 1 491 202.[3] სახელი ვიჯაიავადა „გამარჯვების მიწას“ ნიშნავს და მომდინარეობს ღვთაება კანაკა-დურგასგან, რომელსაც ასევე ვიჯაიას უწოდებდნენ. ქალაქი აგრეთვე ცნობილია თავისი ისტორიული სახელით ბეზავადა, რომელსაც ინდოეთის რკინიგზა იყენებს.

ქალაქი
ვიჯაიავადა
ტელუგუ విజయవాడ
ქვეყანა ინდოეთის დროშა ინდოეთი
შტატი ანდჰრა-პრადეში
კოორდინატები 16°31′00″ ჩ. გ. 80°37′00″ ა. გ. / 16.51667° ჩ. გ. 80.61667° ა. გ. / 16.51667; 80.61667
ფართობი 61,88 კმ²
ცენტრის სიმაღლე 536
მოსახლეობა 1 491 202 კაცი (2011)
სასაათო სარტყელი UTC+5:30
სატელეფონო კოდი 866
საფოსტო ინდექსი 520001[1] და 520007[1]
ვიჯაიავადა — ინდოეთი
ვიჯაიავადა
ვიჯაიავადა — ანდჰრა-პრადეში
ვიჯაიავადა

ქალაქს საფუძველი ჩაეყარა მდინარე კრიშნას სამხრეთ ნაპირსა და ჩრდილოეთ ნაპირის ბორცვებზე. ახ. წ. 1855 წლისთვის, იგი პატარა დასახლება იყო ინდრაკილადრის ბორცვების აღმოსავლეთით.[4] დროთა განმავლობაში ქალაქი სხვადასხვა დინასტიების მიერ იმართებოდა. მათ შორის იყო ჩალუკიას დინასტია და დიდი მმართველი კრიშნადევარაია.

ქალაქმა მოკრძალებული სოციო-ეკონომიკური ზრდა განიცადა ინდოეთის დამოუკიდებლობამდელ ხანაში. ამჟამად იგი ანდჰრა-პრადეშის კომერციული დედაქალაქი, პოლიტიკურად აქტიური, სოციოლოგიურად დომინანტი, აგრარულად მდიდარი და ინდუსტრიული სატრანსპორტო კვანძია.

დღეისათვის, ვიჯაიავადაში განთავსებულია ანდჰრა-პრადეშის საუკეთესოდ ცნობილი საგანმანათლებლო დაწესებულებები. სხვა რეგიონებთან კარგადაა დაკავშირებული გზით, ჰაერით და რკინიგზით, გააჩნია ინდოეთში სიდიდით მეორე სარკინიგზო კვანძი.[5]

გალერეა რედაქტირება

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. 1.0 1.1 https://www.google.co.in/search?q=postal+code+of+vijayawada&rlz=1C1EJFA_enIN801IN801&oq=postal+code+of+vijayawada&aqs=chrome..69i57.6770j0j4&sourceid=chrome&ie=UTF-8
  2. Cities having population 1 lakh and above, Census 2011. censusindia.gov.in.
  3. Isher Judge Ahluwalia. Vijayawada’s inclusive expansion. Indian Express. ციტირების თარიღი: Sep 28 2011.
  4. About Vijayawada. VGTM Urban Development Authority. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-08-21.
  5. ‘India will be third largest economy by 2025'. The Hindu. დაარქივებულია ორიგინალიდან — იანვარი 18, 2011. ციტირების თარიღი: Jan 13, 2011.