ვიქტორ ხრისტენკო (რუს. Ви́ктор Бори́сович Христе́нко; დ. 28 აგვისტო, 1957[1], ჩელიაბინსკი) — რუსეთის სახელმწიფო მოღვაწე, ევრაზიული ეკონომიკური კომისიის კოლეგიის თავმჯდომარე, ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. იყო რუსეთის ინდუსტრიის მინისტრი 2004 წლის 9 მარტიდან 2012 წლის 31 იანვრამდე. 1999 წლის 31 მაისიდან 2000 წლის 10 იანვრამდე იყო მთავრობის თავმჯდომარის პირველი მოადგილე.

ვიქტორ ხრისტენკო

პირადი ცხოვრება რედაქტირება

ხრისტენკო 1957 წელს დაიბადა ჩელიაბინსკში[1]. მისი მეორე ცოლი ტატიანა გოლიკოვა, 2007 წლიდან გახლდა ჯანდაცვისა და სოციალური განვითარების მინისტრი. ისინი 2003 წელს დაქორწინდნენ.

განათლება რედაქტირება

ვლადიმერ ხრისტენკომ 1979 წელს დაამთავრა ჩელიაბინსკის სამედიცინო ინჟინერიის ინსტიტუტი, მენეჯმენტის მოწყობისა და ეკონომიკის სპეციალიზაციით. 1983 წელს, მოსკოვის მენეჯმენტის ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ ხდება ფილისოფიის დოქტორი[2].

სქოლიო რედაქტირება

  1. 1.0 1.1 Baker, Peter; Glasser, Susan B. (25 February 2004). „Putin Fires Premier, Cabinet In Surprise Pre-Election Move“. The Washington Post. p. A17. ციტირების თარიღი: 19 August 2010.
  2. Russia Profile Viktor Khristenko. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-06-28. ციტირების თარიღი: 2013-07-19.