ვიქტორ სოჩავა

რუსი გეობოტანიკოსი და გეოგრაფი

ვიქტორ ბორისის ძე სოჩავა (რუს. Сочава, Виктор Борисович; დ. 20 ივნისი [ ძვ. სტ. 7 ივნისი], 1905, პარგოლოვო, — გ. 29 დეკემბერი 1978, ლენინგრადი) — რუსი გეობოტანიკოსი და გეოგრაფი. სსრკ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1968). ციმბირის გეოგრაფიული სკოლის შემქმნელი. იყო მეცნიერების ბრწყინვალე პროპაგანდისტი და მეცნიერების ცნობილი ისტორიკოსი.

ვიქტორ სოჩავა
რუს. Виктор Борисович Сочава
დაბ. თარიღი 7 (20) ივნისი, 1905
დაბ. ადგილი პარგოლოვო
გარდ. თარიღი 29 დეკემბერი, 1978(1978-12-29) (73 წლის)
გარდ. ადგილი კომაროვო
დასაფლავებულია კომაროვოს სასაფლაო
მოქალაქეობა  რუსეთის იმპერია
 საბჭოთა რუსეთი
 სსრკ
საქმიანობა გეოგრაფი, geobotanist და უნივერსიტეტის პროფესორი
მუშაობის ადგილი სანქტ-პეტერბურგის სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტი, კომაროვის ბოტანიკის ინსტიტუტი, Arctic and Antarctic Research Institute, გერცენის უნივერსიტეტი, სანქტ-პეტერბურგის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტი და V.B. Sochava Institute of Geography
ალმა-მატერი სანქტ-პეტერბურგის სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტი
განთქმული მოსწავლეები Valerian Snytko
სამეცნიერო ხარისხი ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი
ჯილდოები ლენინის ორდენი

ბიოგრაფია რედაქტირება

1924 წელს დაამთავრა ლენინგრადის სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი. 1931-1936 წლებში და 1943-1964 წლებში მუშაობდა სსრკ მეცნიერებათა აკადემიის ბოტანიკის ინსტიტუტში; 1935-1938 წლებში — არქტიკის ინსტიტუტში; 1938-1958 წლებში — ასწავლიდა ლენინგრადის სახელმწიფო უნივერსიტეტში (1944 წლიდან პროფესორი); 1939-1950 წლებში — ლენინგრადის პედაგოგიურ ინსტიტუტში.

1959 წლიდან იყო სსრკ მეცნიერებათა აკადემიის ციმბირის განყოფილების ციმბირისა და შორეული აღმოსავლეთის გეოგრაფიის ინსტიტუტის (ირკუტსკი) დირექტორი.

გეოგრაფიაში სოჩავას მოღვაწეობის ძირითადი სფერო იყო ლანდშაფტმცოდნეობა. თეორიული და ექსპერიმენტული დამუშავებას მოყვა გეოსისტემებზე მოძღვრების შექმნა და მისი დამუშავება. მისი მთავარი შრომები მიეძღვნა ლანდშაფტებისა და მცენარეულობის კლასიფიკაციას, ბუნებრივ დარაიონებას, გეოსისტემებს, ტაიგის შესწავლისა და ათვისების პრობლემებს. სოჩავამ დაამუშავა გეობოტანიკის კარტირებისა და რუკათა კლასიფიკაციის მთავარი თეორიული დებულებანი. დიდ ყურადღებას უთმობდა გეორაფიული პროგნოზირების შესწავლის საქმეს.

1926-1938 წლებში მის მიერ ჩაატარებული მრავალრიცხოვანი სამეცნიერო ექსპედიციები მოიცავდა ურალს, ჩუკოტკას, პრიმორიეს და ა.შ. ვიქტორ სოჩავას სამეცნიერო შრომები გამოქვეყნებულია სხვადასხვა ენებზე.

დაჯილდოებულია 2 ლენინის ორდენითა და მედლებით.

თხზულებები რედაქტირება

  • Растительность лесной зоны, в кн.: Животный мир СССР, т. 4, М. — Л., 1953;
  • Теоретические положения топологии степных геосистем, в кн.; Топология степных геосистем, Л., 1970;
  • Классификация растительности как иерархия динамических систем, в кн.: Геоботаническое картографирование, 1972, Л., 1972;
  • Геотопология как раздел учения о геосистемах, в кн.: Топологические аспекты учения о геосистемах, Новосиб., 1974.

ლიტერატურა რედაქტირება

  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 8, თბ., 1984. — გვ. 485.
  • Виктор Борисович Сочава (жизненный путь, научное творчество). — Новосибирск: Издательство СО РАН, 2001.