ვიტკოსი (Vitcos) — არქეოლოგიური ძეგლი პერუში, კუსკოს რეგიონში. მიჩნეულია, რომ დევნილობის დროს ის იმპერატორმა მანკო ინკა იუპანკიმ ააშენა, ესპანელების მიერ პერუს დაპყრობის დროს. მდებარეობს მთების ჩრდილოეთით, თანამედროვე სოფელ უანკაკალესა და პუკიარას შორის. სამხრეთით მდებარეობს ჩუკიპალტა, ნახატებიანი უზარმაზარი ქვა, რასაც ინკების ორაკულის სახელით იცნობენ. მას მოსდევს ტერასები, სადაც ბაღები ყოფილა გაშენებული.

ვიტკოსი

კუსკოდან და ოლიანტაიტამბოდან გაქცევის შემდეგ, მანკო ინკა ამჟამინდელი კუსკოს რეგიონის ტერიტორიაზე დასახლდა, გაუვალი ტყეებით დაფარულ რაიონში, სადაც ასევე მდებარეობს მაჩუ-პიქჩუ, ჩოკეკირაო და ვილკაბამბა. არსებობს თეორია, რომ ვინაიდან ქალაქ ვილკაბამბის კლიმატი ტროპიკული ჯუნგლების ტიპისაა, რაც ძლიერ განსხვავდება ანდების ცივი კლიმატისგან, მანკო ინკა მას ვერ შეეგუა და ვიტკოსის აგება ბრძანა, რათა მას და მის თანმხლებებს დაახლოებით ისეთი კლიმატის თავშესაფარი ჰქონოდათ, როგორსაც მიჩვეულნი იყვნენ.

მეორე თეორიის თანახმად, მაჩუ-პიქჩუს ამშენებლად მიჩნეულმა პაჩაკუტიმ ასევე ააგო ვიტკოსი, როგორც საზაფხულო სასახლე. მისი გარდაცვალების შემდეგ ის მამულის შემადგენელი ნაწილი გახდა და მანკო ინკა ვიტკოსს მხოლოდ და მხოლოდ დევნილობის პერიოდში იყენებდა, სწორედ ზემოთ ნახსენები კლიმატური პირობების გამო. თითოეულ ამ თეორიას თავისი დამამტკიცებელი მასალები აქვს, თუმცა მეცნიერთა უმეტესობა თანხმდება, რომ ვიტკოსი იმდენად დახვეწილი ნაგებობაა, როგორიც პერუს დაპყრობის პერიოდშ აგებული არც ერთი ძეგლი არაა.

ცნობილია, რომ მანკო ინკა ვიტკოსში, განდგომილ კონკისტადროთა ჯგუფმა მოკლა.

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება