ვინი პუჰის თავგადასავლები

სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ვინი პუჰი (მრავალმნიშვნელოვანი).

ვინი პუჰის თავგადასავლები (ინგლ. The Many Adventures of Winnie the Pooh) — Walt Disney Productions-ის 1977 წლის ანიმაციური ფილმი, Buena Vista Distribution-ის დისტრიბუციით. იგი ეფუძნება ალან ალექსანდრ მილნის წიგნებს ვინი პუჰის შესახებ, ძირითადად — პირველ მათგანს. ვინი პუჰის თავგადასავლები თავდაპირველად გამოვიდა 1977 წლის 11 მარტს, მხატვრულ ფილმთან „გაქცევა სიბნელიდან“ ერთად.

„ვინი პუჰის თავგადასავლები“
რეჟისორი ჯონ ლაუნსბერი
ვოლფგანგ რაითერმანი
პროდიუსერი ვოლფგანგ რაითერმანი
უოლტ დისნეი (არ არის მითითებული)
ეფუძნება ვინი პუჰი
ალან ალექსანდრ მილნი
ისტორია ლარი კლემონსი
რალფ რაიტი
ვენს ჯერი
ქსავიერ ატენსიო
კენ ანდერსონი
ჯულიუს სვენდსენი
ტედ ბერმანი
ერიკ კლეუორთი
მთხრობელი სებასტიან კებოტი
როლებში სტერლინგ ჰალოუეი
ჯონ ფიდლერი
ჯუნიუს მეთიუზი
პოლ უინჩელი
ჰოვარდ მორისი
ბრიუს რაითერმანი
ჯონ უოლმსლი
ტიმოთი ტერნერი
მუსიკა რიჩარდ მ. შერმანი
რობერტ ბ. შერმანი
ბადი ბეიკერი
მონტაჟი ტომ აკოსტა
ჯეიმზ მელტონი
სტუდია Walt Disney Productions
დისტრიბუტორი Buena Vista Distribution
პრემიერა
  • 11 მარტი, 1977 (1977-03-11)
ხანგრძლივობა 74 წთ.
ქვეყანა აშშ
ენა ინგლისური

ვინი პუჰის პერსონაჟების პოპულარობამ განაპირობამ მთელი რიგი გაგრძელებების, სატელევიზიო გადაცემების, ჩაცმულობის, წიგნების თუ სათამაშოების, ისევე, როგორც დისნეილენდის, უოლტ დისნეის სამყაროს და ჰონგ-კონგის დისნეილენდის ტერიტორიაზე არსებული ატრაქციონების. უფრო დეტალური ატრაქციონი, ასევე დაფუძნებული ფილმზე, ტოკიოს დისნეილენდის ტერიტორიაზე მდებარეობს - მას Pooh's Hunny Hunt ეწოდება.

მიუხედავად იმისა, რომ კრიტიკოსთა ნაწილმა ფილმი დადებითად შეაფასა, გამოცემაში „საბავშვო ლიტერატურის კრიტიკული ისტორია“ , ავტორი, რუთ ჰილ ვიგერსი წერს, რომ ეს არის „დისნეის ერთ-ერთი ფილმი, სხვებთან ერთად, რომელმაც გაანადგურა ორიგინალური ნაწარმოების სახე.“[1]

მუსიკა რედაქტირება

  • Winnie the Pooh
  • Up, Down and Touch the Ground
  • Rumbly in My Tumbly
  • Little Black Rain Cloud
  • Mind Over Matter
  • A Rather Blustery Day
  • The Wonderful Thing About Tiggers
  • Heffalumps and Woozles
  • The Rain Rain Rain Came Down Down Down
  • Hip Hip Pooh-Ray!

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. Viguers, Ruth Hill (1969). რედ. Cornelia Meigs: A Critical History of Children's Literature. Macmillan Publishing co., გვ. 412. ISBN 0-02-583900-4.