ვილჰელმ ანდერსონი

გერმანული წარმოშობის რუსი-ესტონელი ასტროფიზიკოსი

ვილჰელმ რობერტ კარლ ანდერსონი (ესტ. Wilhelm Anderson; ბელარ. Вільгельм Роберт Карл Андэрсан; დ. 28 ოქტომბერი, 1880 — გ. 26 მარტი, 1940) — გერმანული წარმოშობის რუსი-ესტონელი ასტროფიზიკოსი, რომელიც ვარსკვლავთა ფიზიკურ სტრუქტურას შეისწავლიდა.

ვილჰელმ ანდერსონი
დაბ. თარიღი 28 ოქტომბერი, 1880(1880-10-28)[1] [2]
დაბ. ადგილი მინსკი[1]
გარდ. თარიღი 26 მარტი, 1940(1940-03-26)[1] [2] (59 წლის)
გარდ. ადგილი მენჯიჟეჩი[1]
მოქალაქეობა  ესტონეთი
საქმიანობა ფიზიკოსი, ასტრონომი, ასტროფიზიკოსი და უნივერსიტეტის პროფესორი
მუშაობის ადგილი ტარტუს უნივერსიტეტი
ალმა-მატერი ტარტუს უნივერსიტეტი, ყაზანის უნივერსიტეტი და ყაზანის გიმნაზია
სამეცნიერო ხარისხი დოქტორის ხარისხი[3] და დისერტაცია[3]
მამა ნიკოლაი ანდერსონი
ნათესავ(ებ)ი გუსტავ ემანუელ სტოკენბერგი და Oskar Anderson

ბიოგრაფია რედაქტირება

ვილჰელმ ანდერსონი დაიბადა 1880 წლის 28 ოქტომბერს, მინსკში, (ამჟამად ბელარუსში), ეთნიკურ გერმანელთა ოჯახში. მისი უმცროსი ძმები, აგრეთვე ცნობილი ადამიანები იყვნენ — მათემატიკოსი ოსკარ ანდერსონი (1887-1960) და ფოლკლორისტი ვოლტერ ანდერსონი (1885-1962). ახალგაზრდობის წლები, მან ყაზანში გაატარა, სადაც, მის მამას — ნიკოლაი ანდერსონს, უნივერსიტეტში ფინურ-უგრული ენების პროფესორის თანამდებობა ეკავა.

ვილჰელმ ანდერსონი, ყაზანის უნივერსიტეტში სწავლობდა, სადაც, მან 1909 წელს, მათემატიკისა და მეცნიერების განყოფილება დაამთავრა. 1910-1920 წლებში, იგი ფიზიკის მასწავლებლად მუშაობდა სამარაში, ხოლო 1918 წლიდან — მინსკში. 1920 წელს, ძმასთან — ვოლტერ ანდერსონთან ერთად, იგი ტარტუში (ესტონეთი) გადავიდა. ტარტუს უნივერსიტეტში, 1923 წელს, ასტრონომიაში, მან მაგისტრის ხარისხი მოიპოვა, ხოლო 1927 წელს, დოქტორის ხარისხი მიენიჭა. 1934 წელს, ვილჰელმ ანდერსონი, უნივერსიტეტში, ჰაბილიტაციის კანდიდატი გახდა, ხოლო 1936 წელს, ტარტუს უნივერსიტეტში, მან დოცენტის წოდება მიიღო. მსგავსად ბალტიელი გერმანელების უმრავლესობისა, 1939 წლის მიწურულს, იგი კვლავ გერმანიაში გადასახლდა, ცოტა ხნის შემდეგ კი — 1940 წლის 26 მარტს, მენძიჟეჩის სანატორიუმში გარდაიცვალა.

ანდერსონი, ყველაზე მეტად ცნობილია საკუთარი ნამუშევრით, თეთრი ჯუჯების მაქსიმალური მასის შესახებ (1929, ტარტუ), რომელიც ასევე ცნობილია, როგორც ჩანდრასექარის ზღვარი. ბრიტანელ ფიზიკოსთან, ედმუნდ სტოუნერთან თანამშრომლობით, მან სტოუნერ-ანდერსონის განტოლება შექმნა.

ნამუშევრები რედაქტირება

  • Über die Existenzmöglichkeit von kosmischem Staube in der Sonnenkorona. Zeitschrift für Physik 28, Berlin, 1924.
  • Über die Grenzdichte der Materie und der Energie. Zeitschrift für Physik 56, Berlin, 1929.

ლიტერატურა რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. 1.0 1.1 1.2 1.3 Deutsche Nationalbibliothek Record #1028652658 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
  2. 2.0 2.1 SNAC — 2010.
  3. 3.0 3.1 http://muuseum.to.ee/Reprints/HTML/tartuastrofueuesikwilhelman.htm