სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ვილკაბამბა.

ვილკაბამბა (ესპ. Vilcabamba) — ინკების ქალაქი, რომელიც 1539 წელს დააარსა მანკო ინკა იუპანკიმ, როდესაც ესპანელებთან დამარცხებული ინკების გარკვეულმა ნაწილმა ტყეს შეაფარა თავი. ქალაქი წარმოადგენდა ინკების იმპერიის უკანასკნელ თავშესაფარს, სანამ ის 1572 წელს ესპანელებმა არ გაანადგურეს, რითაც ფაქტობრივად შეწყდა ინკების წინააღმდეგობა დამპყრობლებისადმი.

ედმუნდო გილანი და ელიზაბეტა ძიკოვსკი ვილკაბამბას ნანგრევებთან

ისტორია რედაქტირება

1892 წელს, პერუში გამოჩნდა სამი ადამიანი, რომელთაც გადაწყვიტეს ვილკაბამბას პოვნა. ესენი იყვნენ, მანუელ უგარტე, მანუელ ლოპეს ტორესი და ხუან კანსიო საავედრა.

1960 წელს, მნიშვნელოვანი აღმოჩენები გააკეთეს და გამოკვლევები ჩაატარეს მეცნიერებმა ანტონიო სანტადერ გასეილმა და ჯენ სავოიმ.

1976 წელს, ნანგრევების გამოკვლევებს აგრძელებენ ედმუნდო გილანი და პოლონელი მკვლევრები – ტონი ჰალიკი და ელიზაბეტა ძიკოვსკი. აღსანიშნავია, რომ ექსპედიციაში წასვლამდე, გილანი ესტუმრა სევილიის მუზეუმს, სადაც მან აღმოაჩინა ესპანელი კონკისტადორების წერილები, რომლებშიც ისინი აღწერდნენ, თუ როგორ აღმოაჩინეს მათ ვილკაბამბა. წერილების შინაარსისა და ნანგრევების შედარებამ, მათ დამატებითი მასალები მისცა ვილკაბამბას ზუსტი ადგილმდებარეობის დასადგენად.

1981 წელს, ამერიკელმა მკვლევარმა, გრეგორი დეირმენჯიანმა, მიაღწია ქალაქის ნანგრევებს და ისინი ფოტოებზეც აღბეჭდა. ამასთან, გამოაქვეყნა დიდი სტატია ვილკაბამბას შესახებ, რომელიც სულ მალე გახდა პოპოლარული.

უფრო მოგვიანებით, ვინსენტ ლიმ ჩაატარა მნიშვნელოვანი არქეოლოგიური გათხრები და დაამტკიცა, რომ ეს ნანგრევები მართლაც ინკების ქალაქი ვილკაბამბა იყო.

ინკების დაკარგული ქალაქი არაერთი მწერლის შთაგონების წყარო ქცეულა. ასევე ვილკაბამბა ასახულია რამდენიმე შემეცნებით კომპიუტერულ თამაშშიც.

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

ლიტერატურა რედაქტირება

  • Deyermenjian, Gregory "Vilcabamba Revisited" in South American Explorer, No. 12 (1985)
  • Hemming, John (1970). The conquest of the Incas. New York: Harcourt Brace Jovanovich. ISBN 978-0-15-602826-4.
  • Lee, Vincent H. L. (2000). Forgotten Vilcabamba: final stronghold of the Incas. [Wilson, Wyo.]: Sixpac Manco Publications. ISBN 978-0-9677109-0-7.
  • Santander Casselli, Antonio (no date) "Vilcabamba" in Andanzas de un Soñador.