ვილა-ნოვა-დე-გაია (პორტ. Vila Nova de Gaia; [vilɐ 'nɔvɐ dɨ 'gai]) – ქალაქი ჩრდილოეთ-დასავლეთ პორტუგალიაში. მდებარეობს ჩრდილოეთ რეგიონში. 2006 წლის მონაცემებით ქალაქში ცხოვრობს 178 526 ადამიანი.

ქალაქი
ვილა-ნოვა-დე-გაია
Vila Nova de Gaia

ქალაქის მუნიციპალიტეტის შენობა
დროშა გერბი

ქვეყანა პორტუგალიის დროშა პორტუგალია
ისტორიული ოლქი ბეირა-ბაიშა
მუნიციპალიტეტი პორტუ
შიდა დაყოფა 24 რაიონი
კოორდინატები 41°08′00″ ჩ. გ. 8°37′00″ დ. გ. / 41.13333° ჩ. გ. 8.61667° დ. გ. / 41.13333; -8.61667
ქალაქის მერი ლუის ფილიპე მენეზეში
ფართობი 168,7 კმ²
მოსახლეობა 178 526 კაცი (2006)
აგლომერაცია დიდი პორტუ
სასაათო სარტყელი UTC+0, ზაფხულში UTC+1
საფოსტო ინდექსი 4400 Vila Nova de Gaia
ოფიციალური საიტი cm-gaia.pt
ვილა-ნოვა-დე-გაია — პორტუგალია
ვილა-ნოვა-დე-გაია

მდებარეობა რედაქტირება

ქალაქი მდებარეობს მდინარე დორუს მარცხენა სანაპიროზე, ოლქის ადმინისტრაციული ცენტრის, ქალაქ პორტუს მოპირდაპირე მხარეს.

მოსახლეობა რედაქტირება

ვილა-ნოვა-დე-გაიას მუნიციპალიტეტის მოსახლეობა (1801—2004)
1801 1849 1900 1930 1960 1981 1991 2001 2004 2006
24 675 43 454 74 072 102 950 157 357 226 331 248 565 288 749 300 868 307 444

ისტორია რედაქტირება

მოსახლეობა ქალაქის ტერიტორიაზე ძველი დროიდანვეა დაფიქსირებული. იბერიის ნახევარკუნძულის არაბების მიერ დაპყრობების პერიოდში, 1000 წლამდე საზღვარი გადიოდა მდინარე დორუზე. ქრისტიანებმა დასახლების დაპყრობა 1035 წლამდე ვერ შეძლეს. დასახლებას უწოდეს პორტუს-კალე, სწორედ ამ სახელწოდებიდან წარმოიშვა პორტუგალიის სახელწოდება. ქალაქი

ქალაქის სტატუსი დასახლებამ მიიღო 1255 წელს.

ღირსშესანიშნაობა რედაქტირება

სწორედ ამ ქალაქში და არა პორტუში, როგორც ზოგჯერ შეცდომით აღნიშნავენ, ამზადებენ ცნობილი პორტუგალიური ღვინის ნაწარმს პორტვეინს.