ვიკიპედია განხილვა:რჩეული სტატიები/კანდიდატები/მოსკოვის ისტორია

ბოლო კომენტარი: 3 წლის წინ დატოვა მომხმარებელმა Fiqriasidamonize თემაში კომენტარი

კომენტარი რედაქტირება

გმადლობთ ყველას, ვიკიპედიის მეგობრებო თუ თანამშრომლებო (არ ვიცი რა გიწოდოთ, უბრალოდ), თქვენი კომენტარებისათვის. მინდა რამდენიმე განმარტება გავაკეთო, იმედია, ადგილი სწორად შევარჩიე ამისთვის. პირველ რიგში გეტყვით, რომ მაინტერესებდა - როგორ დავდო სტატია რჩეულის კანდიდატებში და უბრალოდ, მოვსინჯე და გამომივიდა. მაპატიეთ, თუ შეგაწუხეთ და დრო დაგაკარგვინეთ.

  • 1. ბატონო Melberg, თუ შეიძლება უფრო კონკრეტულად ამიხსნათ - რას გულისხმობთ "ტექნიკურ გამართულობაში" - თქვენც სქოლიოს, როგორც ბატონი Mehman 97 და ბატონი ჯეო2007?
  • 2. ბატონ -გიორგი ჩუბინიძეს ვეტყვი, რომ გეთანხმებით ოკუპაციასთან დაკავშირებით, ოღონდ, კიდევ ერთხელ გეტყვით, რომ ეს იყო მცდელობა - როგორ დამედო სტატია კანდიდატებში, როგორც ზემოთ აღვნიშნე და იმ მომენტისათვის ეს ახალგამომცხვარი სტატია მოვსინჯე. შესაბამისად, არ მიფიქრია ოკუპაციის თემაზე.
  • 3. ბატონ Wiki - ჯაბას რაც შეეხება, მისგან სხვანაირ პასუხს არც ველოდები მომავალშიც. დანარჩენი ღმერთმა იცის.

კიდევ ერთხელ მადლობა, ბატონებო. გისურვებთ წარმატებებს!...--Fiqriasidamonize განხილვაწვლილი 10:22, 7 მარტი 2021 (UTC)პასუხი

პროექტის გვერდ „რჩეული სტატიები/კანდიდატები/მოსკოვის ისტორია“-ზე დაბრუნება.