ვიკიპედია განხილვა:პროექტი:შუა საუკუნეები

ბოლო კომენტარი: 5 წლის წინ დატოვა მომხმარებელმა Deu თემაში ვადა

კატეგორიზაცია რედაქტირება

გილოცავთ ამ პროექტის დაწყებას, მონაწილეებო :). იმედია შემოგვიერთდებიან სხვებიც მერმე :). უპირველესი გასაკეთებელი გვაქვს კატეგორიების მოწესრიგება. ჩვენ გვაქვს ერთი ძირითადი კატეგორია: კატეგორია:შუა საუკუნეები, რომელიც უნდა შეიცავდეს ყველა ქვეკატეგორიას, რომელიც ამ თემატიკას ეხება. ჩვენ უნდა დავუაროთ ყველა გვერდს ამ თემაზე და გავასწოროთ კატეგორიზაცია. თავიდან გვჭირდება კატეგორიების ჩონჩხი. მაგალითად ასეთი:

  • შუა საუკუნეები
    • შუა საუკუნეების ისტორია
      • შუა საუკუნეების ომები
    • შუა საუკუნეების არქიტექტურა
    • შუა საუკუნეების კულტურა
      • შუა საუკუნეების ლიტერატურა
        • შუა საუკუნეების მწერლები
      • შუა საუკუნეების ფილოსოფია

მოკლედ, ესაა საწყისი ჩონჩხი. ამას უნდა დავამატოთ ყველა შესაძლო ვარიანტი, შევცვალოთ რაც არასწორია. თქვენი წინადადებები დასწერევით და დავიწყოთ!   Deu. 10:25, 22 იანვარი 2014 (UTC)პასუხი

სავარაუდო ჩონჩხი შევადგინე. რა შენიშვნები გაქვთ?  . Deu. 11:45, 22 იანვარი 2014 (UTC)პასუხი
მშვენიერია   ჯერჯერობით, ერთი შეხედვით, არავითარი შენიშვნები არ მაქვს. მუშაობის პროცესში უფრო ნათელი გახდება :)--შოთა [UT] 11:53, 22 იანვარი 2014 (UTC)პასუხი
კარგი, დავიწყოთ მაშინ აწყობა ამ სქემისა, შენიშვნებს დრო და პრაქტიკაც გვიჩვენებს :). თუ რომელიმე კატეგორია ცარიელი იქნება, არა უშავს, მთავარია ჩონჩხი ავაწყოთ და მერე შევავსებთ თანდათან. Deu. 11:54, 22 იანვარი 2014 (UTC)პასუხი
მოღვაწეები სად მიდიან მაგ ხეში? მეცნიერებს და ხელოვანებს არ ვგულისხმობ. მეფეები და არისტოკრატია მაგალითად.--Tornike   20:09, 22 იანვარი 2014 (UTC)პასუხი
მაგ ხეში არ არიან, მაგრამ აქ შეიძლება ჩასხდნენ. ისე, პიროვნებები ვერა გვაქვს მოწესრიგებული კატეგორიაში. Deu. 20:16, 22 იანვარი 2014 (UTC)პასუხი

პროექტის გვერდზე ასეთი რამის ჩასმა შეიძლება:

გამოსადეგი რამაა--შოთა [UT] 20:29, 22 იანვარი 2014 (UTC)პასუხი

შოთა, გეთანხმება, კარგი იქნება. დათო, en:Category:Medieval_people ესეც დავამატოთ მაშინ. აქ წავა ხალხი საუკუნეების მიხედვით, ქვეყნების მიხედვით, პროფესიების მიხედვით და ა.შ. ცოტა გადატოტვა გამოვა, მაგრამ არაუშავს მგონი--Tornike   20:41, 22 იანვარი 2014 (UTC)პასუხი

საჭიროა, სჯობს ჩავსვათ გვერდზე.--ბექალაბაძე   20:46, 22 იანვარი 2014 (UTC)პასუხი

მშვენიერია, კატეგორიები ჩავსვი. თორნიკე, ეგ კატეგორია მეც მომწონს  . თუ შეგიძლია მაგ კატეგორიას შენ მიხედე, თუ არა და გვითხარ :). Deu. 10:03, 23 იანვარი 2014 (UTC)პასუხი

ეგ კატეგორია რომ შეიქმნება, რომელი საუკუნის პიროვნებები მოექცევა მასში? V-XV თუ VI-დან?--შოთა [UT] 17:02, 23 იანვარი 2014 (UTC)პასუხი

შუა საუკუნეების დასაწყისთან დაკავშირებით რამდენიმე აზრი არსებობს. 476 წელი ყველაზე მეტადაა მიღებული, მაგრამ ამავე დროს ეს ყველაზე ზედა ზღვარია. ისტორიკოსთა ნაწილი შუა საუკუნეებს ითვლის მილანის ედიქტიდან (313), ალარიხის მიერ რომის აღებიდან (410), ასევე ითვლება, რომ საქართველოში შუა საუკუნეები 326 წლიდან დაიწყო. აქედან გამომდინარე, მე მგონია, რომ V საუკუნეც უნდა მივათვალოთ შუა საუკუნეებს. Deu. 17:10, 23 იანვარი 2014 (UTC)პასუხი
გეთანხმები--შოთა [UT] 17:12, 23 იანვარი 2014 (UTC)პასუხი

ჩვენი ბიბლიოთეკა რედაქტირება

ეს განყოფილება განკუთვნილია, ისევე როგორც ყველა, ჩვენი ურთიერთდახმარებისათვის. კერძოდ, ის ლიტერატურა შუა საუკუნეების შესახებ, რომელიც თქვენთვის ხელმისაწვდომია, მიუთითეთ მანდ. პირველს მე გავაკეთებ და მიხვდებით როგორც  . ამგვარად შევქმნით იმ ლიტერატურის სიას, რომელიც პროექტის მონაწილეებისათვის (მინიმუმ ერთისათვის) ხელმისაწვდომია და თუკი რომელიმეს დაგვჭირდება რაიმე ფაქტის გადამოწმება, ვიცით ვის უნდა ვთხოვოთ, ვიცით დაახლოებით ვის რა ლიტერატურა აქვს და რა სფეროში შეიძლება დავეხმაროთ ერთმანეთს ლიტერატურით. გამოცემები მივუთითოთ ანბანის მიხედვით (ავტორის გვარის მიხედვით, ხოლო სადაც არაა ავტორი, დასახელების მიხედვით). წინააღმდეგი ხომ არაა ვინმე? : )). Deu. 17:25, 23 იანვარი 2014 (UTC)პასუხი

არანაირად, კარგი იდეაა :)--შოთა [UT] 17:31, 23 იანვარი 2014 (UTC)პასუხი
erstaunlich -თქო!  --ბექალაბაძე   18:48, 23 იანვარი 2014 (UTC)პასუხი


როგორ მივიღოთ მონაწილეობა? რედაქტირება

მომხმარებელი:SHOTHA, მომხმარებელი:Labadze Beqa97, მომხმარებელი:სულხან ქვიშხელი, მომხმარებელი:Tokoko. მონაწილენო, მოგესალმებით  . მგონი პროექტში მონაწილეობის სპეციფიკა ნათელია, მაგრამ მაინც დავწეროთ, რა უნდა ვაკეთოთ პროექტის ფარგლებში:

  1. პროექტის გვერდის აგებულებას ხვდებით: მარცხენა ყუთებში მოთავსებულია პრობლემატური სტატიები, რომლებსაც რაღაც ხარვეზები აქვთ. ასეთი გვერდები ჩვენს კატეგორიებში თუ შეგვხვდება, შესაბამის ყუთში უნდა ჩავაგდოთ. ამავე დროს, გთხოვთ, აკონტროლოთ ამ სტატიების განხილვის გვერდები, რადგან ხშირად სწორედ მათ განხილვის გვერდებზე მიმდინარეობს ხოლმე ხარვეზის გამოსწორებაზე მსჯელობა. გთხოვთ, აქტიურად მივიღოთ მონაწილეობა ამ ხარვეზების გამოსწორებაში (როგორც განხილვის გვერდებზე, ისე უშუალოდ სტატიებში)
  2. მარჯვენა სვეტში ჩვენ გვაქვს ჩვენი სია, რომელსაც ანბანის მიხედვით დავალაგებთ (ქართულ ანბანს მივანიჭებთ უპირატესობას). შემდეგი განყოფილებაა „მიმდინარე“, რომელშიც უნდა ჩამოვთვალოთ მიმდინარე მნიშვნელოვანი განხილვები. რა თქმა უნდა, განხილვის ბმულის დამატება ნებისმიერ ჩვენგანს შეუძლია. თუკი თვლით, რომ სადმე მიმდინარეობს მნიშვნელოვანი განხილვა ჩვენ თემატიკასთან დაკავშირებული, აუცილებლად ჩააგდეთ ბმული. შემდეგი განყოფილება არის CatScan — ეს ძალიან გამოსადეგი ხელსაწყოა, რომელიც საშუალებას იძლევა, მოვიძიოთ ის სტატიები ჩვენს კატეგორიებში, რომლებსაც რაღაც პრობლემა აქვთ (ჩასმულია თარგი), მაგალითად თუკი დავაჭერთ ბმულს „საჭიროებს ვიკიფიცირებას“, ჩვენ გვერდის ბოლოში ვნახავთ იმ სტატიების ჩამონათვალს, რომლებსაც ჩასმული აქვთ {{ვიკიფიცირება}} და ა. შ. ძალიან კარგი ხელსაწყოა აგრეთვე ბოლო ცვლილებები — ეს ბმული გვიჩვენებს ჩვენს კატეგორიაში მოთავსებულ სტატიებში გაკეთებულ ბოლო ცვლილებებს, თუმცა ჯერ-ჯერობით ვერაა მწყობრში და იმედი მაქვს, უახლოეს მომავალში გამოვასწორებ(თ) (გარეგნულადაც დაემსგავსება ვიკიპედიის ბოლო ცვლილებების გვერდს  ).
  3. სულ ბოლოში გვაქვს „ჩვენი ბიბლიოთეკა“, რომელზეც წინა სექციაში ვსაუბრობთ. ესეც ძალიან გამოსადეგარია და გთხოვთ, შეავსოთ :).
  4. კიდევ რა უნდა ვაკეთოთ?
    1. ვწეროთ ახალი სტატიები.
    2. გავაუმჯობესოთ პრობლემატური სტატიები (ჩვენს გვერდზე მითითებული)
    3. მოვიძიოთ ფაილები, რომლებიც გამოგვადგება.
    4. მოვაწესრიგოთ კატეგორიზაცია.
    5. აუცილებლად ავსახოთ მიმდინარე მოვლენები ჩვენს პროექტის გვერდზე, რათა ადვილად ვაკონტროლოთ და არ გამოგვეპაროს არაფერი.
    6. მაქსიმალურად მივიღოთ მონაწილეობა ჩვენი თემატიკის სტატიათა განხილვებში.
    7. არ დავუშვათ კონფლიქტები!  .
  5. ყველაზე მნიშვნელოვანი განსახილველი საკითხები განვიხილოთ ხოლმე პროექტის განხილვის გვერდზე (ე. ი. აქ). ეს გვერდი იყოს ჩვენი პროექტის ერთგვარი ფორუმი.

წინააღმდეგი თუ არავინაა, მუშაობას ვიწყებთ, ყველა ზემოთ ჩამოთვლილი საქმე ჩემი აზრით მნიშვნელოვანია, თქვენც მაგოთქვით თქვენი აზრი. წარმატებები.   Deu. 08:13, 25 იანვარი 2014 (UTC)პასუხი

  მუშაობის წესები და მუშაობა პროექტის ფარგლებში ნათელია. იმედია წარმატებული პროექტი გამოგვივა.--ბექალაბაძე   11:52, 25 იანვარი 2014 (UTC)პასუხი
დავამატე ეს გვერდიც, ბმული პროექტის გვერდზეცაა მითითებული. ესეც თანდათან შევავსოთ :). Deu. 12:02, 25 იანვარი 2014 (UTC)პასუხი

პრობლემა კატეგორიზაციასთან რედაქტირება

არ შემიძლია ამ თემას არ შევეხო. კონკრეტულად, საუბარი მაქვს პიროვნებებზე (გნებავთ მოგზაურები, არქიტექტორები, ასტრონომები და ა.შ), რომლებიც შუა საუკუნეების ფარგლებში ექცევა. ვამბობთ მე-XV საუკუნემდე, თუმცა რამდენიმე წელი მაინც XVI საუკუნეში ექცევა პიროვნებისა, ასეთი ბევრია. რას იტყვით, ხომ არ აჯობებდა ერთობლივად დაგვეთქვა სტანდარტი?  --ბექალაბაძე   11:57, 25 იანვარი 2014 (UTC)პასუხი

მაგალითის სახით, იხილეთ ვასკო და გამა--ბექალაბაძე   12:01, 25 იანვარი 2014 (UTC)პასუხი
მე მგონია, რომ ზოგადი სტანდარტიც შეგვიძლია დავთქვათ (მაგ. 1450 წ. ავიღოთ მიჯნად და ამის შემდეგ დაბადებულები გამოვრიცხოთ შუა საუკუნეებიდან), მაგრამ უფრო სამართლიანი ვიქნებით თუ ცალ-ცალკე განვიხილავთ ყველას თავიანთი მოღვაწეობის შესახებ. თავისი საქმიანობის რაღაც მნიშვნელოვანი ნაწილი თუ აქვს გაკეთებული XV საუკუნეში, ჩავთვალოთ შუა საუკუნეების პიროვნებად. რას იტყვით? :) Deu. 11:24, 1 თებერვალი 2014 (UTC)პასუხი
კეთილი. ზოგადი სტანდარტის დათქმა კარგია, ოღონდ ბარიერი არ უნდა იყოს რაიმე კონკრეტულ წელზე. იყოს, მაგ; 70-იან, 80-იან წლებამდე. ბევრი პიროვნება ექცევა უკვე XV საუკუნეში, რომელსაც ცხოვრების უმეტესი ნაწილი გატარებული აქვს XIV საუკუნეში და არასწორი ბარიერის მიხედვით ვერ შევიდა ამ კატეგორიაში (მაგ; კატეგორია:შუა საუკუნეების მოგზაურები). პროექტის ერთ-ერთი უმსხვილესი კატეგორიაა პიროვნებები და საჭიროა შედგეს შეთანხმება ბარიერთან დაკავშირებით. ცალ-ცალკე განხილვას, ვფიქრობ, მეტი დრო დასჭირდება და თუ არსებული წესი გვექნება საქმეს გავიადვილებთ :)--ბექალაბაძე   14:52, 8 თებერვალი 2014 (UTC)პასუხი

საღვთო რომის იმპერია რედაქტირება

ვინაიდან ამ პროექტის თემას ეხება, პროექტის მონაწილეებს (და არამარტო) ვთხოვ, გადახედონ სტატიას და განხილვის გვერდზე შენიშვნები დაწერონ  --შოთა [UT] 19:01, 7 მარტი 2014 (UTC)პასუხი

განხილვა:დასავლეთ რომის იმპერია რედაქტირება

მომხმარებელი:SHOTHA, მომხმარებელი:Labadze Beqa97, მომხმარებელი:სულხან ქვიშხელი, მომხმარებელი:Tokoko: მეგობრებო, იხ. განხილვა:დასავლეთ რომის იმპერია. Deu. 17:46, 29 ნოემბერი 2014 (UTC)პასუხი

განხილვა:ჰაინრიხ VI (სრი) რედაქტირება

მომხმარებელი:SHOTHA, მომხმარებელი:Labadze Beqa97, მომხმარებელი:სულხან ქვიშხელი, მომხმარებელი:Tokoko: იხ. განხილვა სათაურებში „სრი“-ს გამოყენებასთან დაკავშირებით. Deu. 15:32, 11 ივნისი 2018 (UTC)პასუხი

ვადა რედაქტირება

ეს პროექტი დღემდე მოქმედია? გიო ოქრო 15:37, 11 ივნისი 2018 (UTC)პასუხი

რა უშლის ხელს, რომ ავამოქმედოთ? :) ეს არის გერმანული მოდელის ე.წ. „ქმედითი პროექტი“, უვადო. გადახედე აგებულებას და ხელსაწყოებს და შემოგვიერთდი. :). Deu. 15:38, 11 ივნისი 2018 (UTC)პასუხი
ისე საერთოდ დიდი ხანია ვწერ შუა საუკუნეებზე (ბიზანტია, ჯვაროსნები) და არც კი ვიცოდი ამ პროექტის შესახებ. გიო ოქრო 15:43, 11 ივნისი 2018 (UTC)პასუხი
#როგორ მივიღოთ მონაწილეობა? Deu. 15:45, 11 ივნისი 2018 (UTC)პასუხი
პროექტის გვერდ „პროექტი:შუა საუკუნეები“-ზე დაბრუნება.