ვიკიპედია განხილვა:კონკურსი/2014

ბოლო კომენტარი: 9 წლის წინ დატოვა მომხმარებელმა Hubble თემაში კვლავ ხმების შესახებ

ვფიქრობ, სტატიის დასახელებების გვერდით მითითებული მომხმარებლები მოსაშორებელია რამდენიმე მიზეზის გამო:

  1. მთავარი და უპირველესი: სტატიის ავტორები მხოლოდ ისინი არ არიან — ვიკიპედიაში მოქმედი ლიცენზიით, ავტორებად განიხილება ყველა ვინც მცირე რედაქტირებით მაინც გააუმჯობესა სტატია. სტატია ჩემი და შენი არაა. რა თქმა უნდა, ისინი ძირითადი ავტორები არიან და, უპირველესად სწორედ მათი დამსახურებაა ასეთი სტატიები, ეს არც დაეკარგებათ, რა თქმა უნდა.
  2. გარდა ამისა, მათ ერთგვარად ვაბრკოლებთ, ხმა მისცენ იმ სტატიას, რომლის გარჩეულებაშიც ყველაზე მეტი იშრომეს! :).
  3. და ბოლოს, შემფასებლების ობიექტურობაზე ახდენს გავლენას — ერთმანეთთან ურთიერთობები მეტნაკლებად განსხვავებული გვაქვს და შეიძლება ამან გამოიწვიოს ის, რომ შევაფასოთ არა სტატია, არამედ ძირითადი ავტორი :). შეგახსენებთ, მომხმარებელთა „კონკურსი“, შედარებით მსუბუქ ფორმებში, საახალწლოდ ცალკე ტარდება ხოლმე. :)).

მე მგონია, რომ გამარჯვებული სტატიის ძირითად ავტორს რომ დავაჯილდოებთ ორდენით, ეს საკმარისია და აქ მითითება ავტორისა ზედმეტია ვიღიმი. Deu. 19:32, 14 დეკემბერი 2014 (UTC)პასუხი

კვლავ ხმების შესახებ რედაქტირება

არ ვიცი რა წესი გვაქვს, მაგრამ რამდენად სწორია მომხმარებელი რომელსაც 60-მდე წვლილი აქვს, ხოლო მეორეს 6 ხმას აძლევს წლის რჩეულ კანდიდატს. აქ კვლავ მეგობრებით თამაშს ხომ არ აქვს ადგილი? ნურავინ ჩამითვლის ამას ვინმეს საწინააღმდეგო ქმედებად. გთხოვთ სწორად მიუდგეთ ამ საქმეს.--JABA 1977 09:27, 22 დეკემბერი 2014 (UTC)პასუხი

ამჟამად ამ კონკურსთან მიმართებაში არანაირი წესი არ გვაქვს თუ ვის შეუძლია ხმის მიცემა, ამიტომ ვერავის ვერაფერს ავუკრძალავთ. მომავალიწლისთვის კი აუცილებლად უნდა შემოვიღოთ ხმის მიცემის გარკვეული კრიტერიუმები--დათო1010   10:06, 22 დეკემბერი 2014 (UTC)პასუხი

დათო კონკრეტულად ყველაფერზე წესები ვერ იქნება, მაგრამ რაც ამჟამად რჩეული სტატიის არჩევაზე წესები მოქმედებს ვფიქრობ ეს აქაც უნდა ვრცელდებოდეს. ესეც რჩეულია. --JABA 1977 12:33, 22 დეკემბერი 2014 (UTC)პასუხი

მეგობრებით თამაშის აკრძალვა ზოგადი წესია, რომელიც ნებისმიერ კენჭისყრაზე მოქმედებს. რჩეული სტატიების წესები კი, რა თქმა უნდა, უნდა გავრცელდეს აქაც. Deu. 15:08, 22 დეკემბერი 2014 (UTC)პასუხი
თუ ეგრეა მაშინ ეგ წესი შარშანაც უნდა გავრცელებულიყო. შარშანაც ბევრი ისეთი აძლევდა ხმას ვისაც საკმაოდ მწირი წვლილი ჰქონდა, მაგრამ მაშინ არავისთვის არ გაგვიუქმებია ხმები. უმჯობესი იქნება, რომ მომავალი წლისთვის დავამკვიდროთ ეს წესი, თუ არადა მაშინ შარშანდელი შედეგებიც გადავსინჯოთ და ისე განვსაზღვროთ რჩეული--დათო1010   15:23, 22 დეკემბერი 2014 (UTC)პასუხი
ჩვენ გვაქვს უკვე ზოგადი წესი, რომელიც აქაც და ყველა კენჭისყრაზე მოქმედებს. შარშან დაშვებული შეცდომა არ გვავალდებულებს, წელსაც გავიმეოროთ იგივე შეცდომა. Deu. 15:46, 22 დეკემბერი 2014 (UTC)პასუხი

დეუ-ს ვეთანხმები. დავით1010 შენც მართალი ხარ, საეჭვოდ ბევრი ადამიანი შემოვიდა ბოლო დღეებში და მხოლოდ ხმა მისცა. თუმცა ეგ შენს პოზიციას არ ამართლებს. წარსულის მანკიერი გამოცდილება აღარ უნდა განმეორდეს. შარშანაც ასე იყო - ეს პოზიცია ცოტა მიუღებელია ჩემთვის. --JABA 1977 15:51, 22 დეკემბერი 2014 (UTC)პასუხი

ბექას წვლილი საკმაოდ მნიშვნელოვანია ქართულ ვიკიპედიაში და არანაირად არ მინდა ამ განხილვით მას გული გავუტეხოთ, მიუხედავად ამისა შედეგი ასეთი უნდა იყოს: ბოლო ორი ხმა უნდა გაუქმდეს. ვგულისხმობ მომხმარებლების Giomelashvili-ს და Saloome0205-ს. ვიმეორებ, რომ ეს არ ნიშნავს მე საწინააღმდეგო მაქვს რაიმე ვინმესთან. მოდით დავემორჩილოთ ჩვენს მიერვე მიღებულ წესებს. --JABA 1977 16:34, 22 დეკემბერი 2014 (UTC)პასუხი
გამარჯობა. გიო მელაშვილი ჩემი ლექტორია, რომელმაც დავალება არ დამაწერინა და 10/10 მაჩუქა იმიტომ, რომ ვიკიპედიაზე წერ შენ ისედაც და არ გინდაო. სალომეს რაც შეეხება, ჩემი ვიდეოდან ისწავლა სტატიის დაწერა და კიდევ ბევრ რაღაცას გააკეთებს. ანუ მე იმას ვამბობ, რომ რედაქტირებების რაოდენობით არ უნდა აფასებდეთ იმას, შეუძლია თუ არა მას ხმის მიცემა. თუ ყველა ადამიანს შეუძლია რედაქტირების გაკეთება, მაშინ ასევე ყველას უნდა შეეძლოს ამორჩევა. ნუ რა თქმა უნდა, მთლად ასეც არ უნდა იყოს, მაგრამ რადგან რედაქტირება 200-ზე მეტი არ აქვს, არ უნდა შეეზღუდოს არავის ხმის მიცემა. როგორც სტატია მზეში მომივიდა, ეგრე რომ იყოს, კი ბატონო, მაგრამ ახლა ნამდვილად არანაირ მეგობრებით თამაშს არ აქვს ადგილი.
რავიცი, ადმინისტრაციის გადასაწყვეტია მაინც. თქვენ როგორც ჩათვლით, ისე ქენით. მე აგიხსენით, რაშიც იყო საქმე. თუ თვლით, რომ წესი დავარღვიე და არასამართლიანად დაიდება (თუ დაიდება) სტატია, მაშინ ახლავე მოშალეთ ის ხმები, რომ არ ეწყინოს არავის, მათ შორის მეც. მადლობა. --Hubble განხილვაწვლილი 23:35, 23 დეკემბერი 2014 (UTC)პასუხი

მოდით აქ ნუ ვისაუბრებთ იმაზე რა უნდა იყოს და როგორ უნდა იყოს, რა წესებიც მოქმედებს იმის მიხედვით ზემოთ ხსენებული ორი ხმა წასაშლელია. --JABA 1977 15:56, 24 დეკემბერი 2014 (UTC)პასუხი

Mad Scientist-ის ხმაც წასაშლელია? :) კარგი, ლექტორის წამიშალეთ, Woebegoness-ისაც, მაგრამ სალომესი დატოვეთ, ეგ ნაღდად არაა წასაშლელი. - Hubble განხილვაწვლილი 17:18, 24 დეკემბერი 2014 (UTC)პასუხი
ხომ თქვა ადამიანმა - არსებული წესებით წასაშლელია და განა უადგილო არ არის აქ საკუთარი წესების გამოგონება? მიუხედავად იმისა, რომ ადამიანი კარგად მუშაობს - რა ესმის ახალბედას იმ კრიტერიუმებისა, რომლითაც განისაზღვრება სტატიის ავკარგიანობა? შეიძლება ვიღაცას ეჩვენოს, რომ რომელიმე სტატია სრულყოფილია, მაგრამ არსებობს მისი მეორე მხარეც - ვიკიპედიური. სტატია, შესაძლოა, იყოს ძალიან ვრცელი, მაგრამ აკლდეს წყაროების მითითება. რასაც ბევრი ყურადღებას არ მიაქცევს და სტატიას მაინც ხმას მისცემს. ეს სწორია? არანაირად. --Henry (მომწერეთ) 17:24, 24 დეკემბერი 2014 (UTC)პასუხი

ბექა წესების თანახმად სამი ხმაა წასაშლელი: Giomelashvili-ის, Saloome0205-ისა და Woebegoness-ის. --JABA 1977 17:26, 24 დეკემბერი 2014 (UTC)პასუხი

პ. ს. GioGziro95-ს აქვს 100-მდე წვლილი და წესებს არც ეს ექვემდებარება. --JABA 1977 17:37, 24 დეკემბერი 2014 (UTC)პასუხი

კი ბატონო, წაშალეთ. - Hubble განხილვაწვლილი 17:50, 24 დეკემბერი 2014 (UTC)პასუხი

პროექტის გვერდ „კონკურსი/2014“-ზე დაბრუნება.