ვიკიპედია:როგორ გამოვიყენო არათავისუფალი ფაილი
ეს გვერდი ვიკიპედიის პოლიტიკის ნაწილია. ვიკიპედიის რედაქტორები შეთანხმდნენ ამ წესის შესახებ და ეს არის სტანდარტი, რომელიც სავალდებულოა ყველა მომხმარებლისთვის და ყველამ უნდა დაიცვას. ამ გვერდის რედაქტირებისას გაითვალისწინეთ, რომ თქვენი ცვლილებები არ უნდა არღვევდეს კონსენსუსს. მნიშვნელოვანი ცვლილებები ჯერ განიხილეთ განხილვის გვერდზე. |
მოცემული სახელმძღვანელოს მიზანია, გაეცნოთ, თუ როდის და როგორ შეიძლება გამოიყენოთ არათავისუფალი ფაილები ქართულ ვიკიპედიაში. ვიკიპედია იცავს საავტორო უფლებებს და პატივს სცემს მათ. სწორედ ამიტომ, და ასევე არასასიამოვნო სამართლებრივი პრობლემების თავიდან ასარიდებლად, ფონდმა ვიკიმედიამ შემოიღო საავტორო უფლებებით დაცული მასალების გამოყენების წესები და კრიტერიუმები. ფონდ ვიკიმედიის პოლიტიკა საავტორო უფლებებით დაცული მასალებისადმი ნაჩვენებია 2007 წლის 23 მარტის რეზოლუციაში.