ვიკიპედია:ბაკურიანის ვიკიბანაკი (მარტი, 2019)

ბაკურიანის ვიკიბანაკი

2019 წლის 8 მარტიდან 12 მარტის ჩათვლით, ვიკიმედია საქართველოს მომხმარებელთა ჯგუფი (Wikimedia Community User Group Georgia) აწყობს ვიკიბანაკს ახალბედა ვიკიპედიელებისთვის. მათთვის, ვისაც სურს შეისწავლოს ვიკი-ტექნოლოგიები და მუშაობა ვიკიმედიის პროექტებში (ვიკიპედია, ვიკიციტატა, ვიკისაწყობი და ა.შ.). მთავარი აქცენტი გაკეთდება ვიკიპედიაში მუშაობაზე.

ვიკიბანაკის მთავარი მიზანია ახალი მომხმარებლების შეძენა ვიკიპედიასა და ვიკიმედიის სხვა პროექტებში.


ვიკიბანაკში მონაწილეობისთვის შეავსეთ სააპლიკაციო ფორმა

ბანაკის განმავლობაში

  • 20 ახალი ვიკიპედიელი და UG-GE 5 წევრი მონაწილეობას მიიღებს პროექტში.
  • 20 ახალგაზრდა შეისწავლის ვიკიმედიის პროექტებში მუშაობას.
  • დაახლოებით 100-მდე ახალი სტატიის ან არსებული სტატიის შექმნა/გაუმჯობესება ვიკიპედიასა და ვიკიმედიის სხვა პროექტებში.
  • ახალგაზრდებს შორის "STEM"-ის (Science, Technology, Engineering, and Mathematics) პოპილარიზება.
  • იქნება სხვადასხვა აქტივობები, რაც გაუმჯობესებს ბანაკის მონაწილეების ვიკიმედიის პროექტებში მუშაობის უნარებს.
  • გეგმა სამომავლო აქტივობებისა და თანამშრომლობისთვის (სხვადასხვა პლატფორმაზე).

ვის შეუძლია მონაწილეობა

ვიკიბანაკის მონაწილეები უნდა აკყოფილებდნენ შემდეგ კრიტერიუმებს:

  • ყველა მონაწილე უნდა იყოს შემდეგი ასაკობრივი კატეგორიის: მინიმუმ — 14 წლის; მაქსიმუმ — 25 წლის.
  • ვიკი-ტექნოლოგიებისა და ვიკიმედიის პროექტებში მუშაობის ცოდნა და გამოცდილება სავალდებულო არ არის.
  • ვიკიმედია საქართველოს მომხმარებელთა ჯგუფი იცავს გენდერულ ბალანს, ამიტომ: ვიკიბანაკის მონაწილეების 50% იქნება მდედრობითი სქესის (10 მონაწილე) წარმომადგენელი, 50% იქნება მამრობითი სქესის (10 მონაწილე) წარმომადგენელი.

მონაწილეთა საყურადღებოდ

  • ვიკიბანაკის ყველა მონაწილემ უნდა დაიცვას მეგობრული სივრცის პოლიტიკა.
  • ვიკიბანაკში მონაწილეების შერჩევას პროექტის ორგანიზატორები ახორციელებენ, ხმების უმრავლესობით.
  • საორგანიზაციო კომიტეტის იტოვებს უფლებას, შეზღუდოს კონკრეტულ პირს ვიკიბანაკში მონაწილეობის უფლება, პროექტის უსაფრთხოებიდან გამომდინარე.
  • მონაწილეობის მისაღებად, კანდიდატმა უნდა შეავსოს სააპლიკაციო ფორმა, სადაც უნდა მიუთითოს პირადი სახის ინფორმაცია.
  • მონაწილეებმა თან უნდა იქონიონ კომპიუტერი, ვინაიდან ვიკიმედია საქართველოს მომხმარებელთა ჯგუფი არ გააჩნია შესაბამისი რესურსი.
  • ვიკიბანაკის ფარგლებში, ფონდი ვიკიმედია სრულიად აფინანსებს: სასტუმროს ხარჯებს, კვებას და ტრანსპოტის ხარჯებს.
ვიკიბანაკის ჩატარების ადგილი
ბორჯომის ქ. №5, დაბა ბაკურიანი, ბორჯომის მუნიციპალიტეტი, საქართველო.

საორგანიზაციო კომიტეტი

Meta

დამატებითი ინფორმაცია ვიკიბანაკის შესახებ მოცემული პროექტის ოფიციალურ მეტა-გვერდზე. გთხოვთ გაეცნოთ.