ვიკიპედია:არბიტრაჟი

არბიტრაჟის პროცესი ვიკიპედიაში ემსახურება ისეთი კამათებისა თუ კონფლიქტების გადაჭრას, რომლებიც ვერ გადაიჭრა ვერც ადმინისტრატორთა და ვერც საზოგადოების მიერ. საარბიტრჟო ინსტრუმენტები გააჩნიათ ვიკიპედიის ყველაზე ღვაწლმოსილ მომხმარებელთა ჯგუფს, რომელსაც საარბიტრაჟო კომიტეტი ეწოდება. გარდა ღია კამათებისა, კომიტეტი ასევე იხილავს ისეთ შემთხვევებს, როდესაც საზოგადოების ჩარევა მიზანშეწონილი არ არის (მაგ. გარკვეული პირადული ფაქტორის არსებობისას). კომიტეტი აქვს ნებართვა ნებისმიერი საკითხისა თუ კამათის განხილვა არბიტრაჟის წესების თანახმად.

სარჩელის მიღება რედაქტირება

კომიტეტი იწყებს საქმის განხილვას მაშინ, როდესაც კონფლიქტის/კამათის გადაჭრის სხვა ნებისმიერი ხერხი ამოიწურა. კომიტეტს შეუძლია შემსწორებლებთან დაკავშირებულ საკითხებშიც ჩარევა (მათ შორის მიუღებელი შესწორებების განხილვა), თუმცა იგი არ იძლევა იმის მითითებას, თუ როგორ უნდა დაიწეროს ესა თუ ის სტატია.

არბიტრაჟი არის საბოლოო ინსტანცია. იგი უნდა გამოიყენებოდეს მხოლოდ მაშინ, როდესაც სხვა ყველა შესაძლებლობა ამოიწურა, ან არსებობს სერიოზული მიზეზი რომლის გამოც სხვა საშუალებების გამოყენება შეუძლებელია. საარბიტრაჟო კომიტეტი იხილავს მხოლოდ ყველაზე სერიოზულ წესთა დარღვევას თუ კონფლიქტს.[1]

  1. ცნობილია ინგლისური ვიკიპედიის საარბიტრჟო კომიტეტის გადაწყვეტილება, რომელიც მასობრივად გაშუქდა ინფორმაციის წყაროებში – ეს გადაწყვეტილება ეხებოდა საიენტოლოგიის ეკლესიის კომპიუტერებიდან ვიკიპედიის სტატიების რედაქტირების აკრძალვას.