ვიკინგური მეტალი (ასევე ვიკინგ მეტალი) — მძიმე მეტალის ექსტრემალური ქვეჟანრი, რომელიც ხასიათდება დიდი სისწრაფით, კლავიშების მდიდარი ჰიმნისებური ხმით, მდიდარი და დრამატული ინტერესით სკანდინავიური მითოლოგიისადმი, სკანდინავიური კერპთაყვანისმცემლობისა და ვიკინგთა ეპოქისადმი.

მახასიათებლები რედაქტირება

ვიკინგური მეტალი „ხმაურიანია, ქაოსური და ხშირად დატვირთული კლავიშების დარდიანი მელოდიებით“.[1] მსგავსად ფოლკ მეტალ შემსრულებლებისა, ზოგადად, ვიკინგური მეტალ-ჯგუფებიც „ტრადიციულ მეტალ ინსტრუმენტებთან ერთად ხშირად იყენებენ ზოგიერთ აკუსტიკურ და სხვა უჩვეულო საკრავებს“.[2] ვოკალი შეიძლება შესრულებული იყოს როგორც სუფთად, ასევე ტიპური ბლეკ-მეტალისთვის დამახასიათებელი სქრიმინგინთა და გროულინგით.[3] თემატურად, ვიკინგური მეტალი ორიენტირებულია ბლეკ-მეტალის ელემენტებზე, მაგრამ ნაცვლად მისი ანტი-ქრისტიანული და სატანისტური ბუნებისა, იყენებს წარმართულ და ძველ სკანდინავიურ წარმოდგენებს.[3]

სქოლიო რედაქტირება

  1. Scandinavian Metal. Allmusic. ციტირების თარიღი: 2008-06-16.[მკვდარი ბმული]
  2. Bowar, Chad. Folk Metal Artists. About.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-11-17. ციტირების თარიღი: 2008-06-16.
  3. 3.0 3.1 Freeborn, Robert. (ივნისი 2010)A Selective Discography Of Scandinavian Heavy Metal Music. Sound Recording Reviews. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-03-31. ციტირების თარიღი: 2011-09-30.