ვივიენ ლი

(გადამისამართდა გვერდიდან ვივიან ლი)

ვივიენ ლი (ინგლ. Vivien Leigh; დ. 5 ნოემბერი, 1913 — გ. 8 ივლისი, 1967) — ინგლისელი თეატრისა და კინოს მსახიობი. მიუხედავად იმისა, რომ კინოეკრანებზე ბევრჯერ არ გამოჩენილა, მას ამერიკის კინოაკადემიის ორი ოსკარი აქვს მიღებული „სამხრეთელი ლამაზმანების“ („Southern belles“) როლებისთვის — სკარლეტ ო'ჰარა („ქარწაღებულნი“, 1939) და ბლანშ დიუბუა („ტრამვაი სახელად სურვილი“, 1951), როლი რომელსაც პარალელურად ლონდონის ვესტენდზე თამაშობდა. ოცთაათწლიანი თეატრალური კარიერის განმავლობაში შესრულებული აქვს ავტორთა ფართო სპექტრის პერსონაჟები, დაწყებული ნოელ კოვარდისა და ჯორჯ ბერნარდ შოუს გმირებითა და დამთავრებული კლასიკური შექსპირული ხასიათებით — ოფელია, კლეოპატრა, ჯულიეტა და ლედი მაკბეტი.

ვივიენ ლი

ვივიენ ლი 1958 წელს
დაბადების სახელი ვივიან მერი ჰარტლი
დაბადების თარიღი 5 ნოემბერი, 1913
დარჯილინგი, ინდოეთი
გარდაცვალების თარიღი 8 ივლისი, 1967
ლონდონი, ინგლისი
საქმიანობა მსახიობი
მეუღლე(ები) ლორენს ოლივიე (1940-60)
ოსკარი

საუკეთესო მსახიობი ქალი
ქარწაღებულნი (1939)

ტრამვაი სახელად სურვილი (1951)
BAFTA

საუკეთესო მსახიობი ქალი

ტრამვაი სახელად სურვილი (1951)

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

  ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: ვივიენ ლი