ვიაჩესლავ ივანოვი
ვიაჩესლავ ივანოვი (დ. 16 თებერვალი, 1866, მოსკოვი — გ. 16 ივლისი, 1949, რომი) — რუსი პოეტი, დრამატურგი, მთარგმნელი და ფილოლოგი.
ბიოგრაფია რედაქტირება
პოეტურ ნაწარმოებებს აქვეყნებდა 1898 წლიდან. 1905 წლიდან გახდა რუსი სიმბოლისტების მეორე თაობის თეორეტიკოსი. 1924 წლიდან ცხოვრობდა იტალიაში. თარგმნა პეტრარკა და დანტე.
ნაწარმოებები რედაქტირება
- „გზის მაჩვენებელი ვარსკვლავები“ 1903, პოეტური კრებული
- „გამჭვირვალობა“, 1904, პოეტური კრებული
- „ტანტალოსი“ 1905, ტრაგედია
- „რომაული სონეტები“, 1925
- „ადამიანი“, 1939
ლიტერატურა რედაქტირება
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თბ., 1980. — გვ. 91.
- ვიაჩესლავ ივანოვი — სტატია ენციკლოპედია ბრიტანიკიდან (ინგლისური)