ვეჩე ― სახალხო კრება ძველ და შუა საუკუნეების რუსეთში. აღმოცენდა სლავების ტომობრივი კრებებიდან. ძველ რუსულ სახელმწიფოებში ფეოდალთა ფენა ვეჩეს იყენებდა მთავრის ძალაუფლების შესაზღუდად. ვეჩე ფართოდ გავრცელდა რუსეთში XI საუკუნის მორე ნახევარსა და XII საუკუნეში. წყაროებში იხსნენიება ბელგოროდის ვეჩე (997 წ.), დიდი ნოვგოროდის ვეჩე (1016), კიევის ვეჩე (1068), სუზდალის ვეჩე (1157), სმოლენსკის ვეჩე (1185). ვეჩე განაგებდა ომის და ზავის, მთავრის მოწვევის და განდევნის, ქალაქის მოხელეთა დანიშვნის და გადარჩევის, კანონების მიღების და სხვა საკითხებს. ვეჩეს არ გააჩნდა სასამართლო და ადმინისტრაციული ფუნქციები. გადაწყვეტილება მიღებოდა საყოველთაო თანხმობის ყვირილით. ვეჩე მოიწვეოდა განსაზღვრულ ადგილზე. ვეჩეს წარმმართველი ძალა იყო ფელდათა ფენა და ქალაქის მდიდარი ზედაფენა. ჩრდილო-აღმოსავლეთ რუსეთში XIV საუკუნის დასასრულს მთავრებმა მოახერხეს ვეჩეს გაუქმება. ვეჩე ყველაზე დიდხანს შემორჩას ნოვგოროდსა (1478) და ფსკოვში (1510).

ლიტერატურა რედაქტირება

მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=ვეჩე&oldid=4471055“-დან