ვერხვისძირა (ლათ. Leccinum aurantiacum, ადრე Boletus aurantiacus) — ლექცინუმის გვარის სოკო ბოლეტუსისებრთა ოჯახისა, რომლის გავრცელების არეალი მოიცავს ევროპასა და აზიას.

ვერხვისძირა

Leccinum aurantiacum
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  სოკოები
განყოფილება:  ბაზიდიუმიანი სოკოები
კლასი:  აგარიკომიცეტები
რიგი:  ბოლეტუსისნაირნი
ოჯახი:  ბოლეტუსისებრნი
გვარი:  ლექცინუმი
სახეობა:  ვერხვისძირა
ლათინური სახელი
Leccinum aurantiacum (Bull. ex St. Amans)

კარგი ხარისხის საჭმელი სოკოა. იჭმება ახალი, შემწვარი, დამწნილებული, დამარილებული, გამხმარი. იზრდება ფოთლოვან და შერეულ ტყეებში ზაფხულიდან შემოდგომამდე. მიკორიზას უპირატესად ქმნის ვერხვთან და ალვის ხეებთან.

სოკო პირველად აღწერა ფრანგმა მიკოლოგმა პიერ ბიულიარმა 1791 წელს როგორც Boletus aurantiacus.[1] მიმდინარე ბინომინალური სახელწოდება მიანიჭა ბრიტანელმა მიკოლოგმა სემიუელ ფრედერიკ გრეიმ 1821 წელს.[2]

სამეცნიერო სინონიმები:

  • Boletus rufus Schaeff. (1763)
  • Boletus aurantiacus Bull. (1791)
  • Boletus aurantiacus var. rufus Mérat (1821)
  • Gyroporus rufus Quél. (1886)
  • Solenia rufa (Schaeff.) O.Kuntze (1898)
  • Krombholzia aurantiaca (Bull.) E.-J. Gilbert (1931)
  • Krombholziella aurantiaca (Bull.) Maire (1937)
  • Trachypus aurantiacus (Bull.) Romagn. (1939)
  • Leccinum rufum Kreisel Leccinum rufum (1984)

აღწერა რედაქტირება

ქუდის დიამეტრი — 4-15 სმ (იშვიათად 30-სმ-მდე), თავიდან ნახევარსფეროსებრი, ფეხთან მჭიდროდ დაპრესილი კიდით, შემდგომში ბალიშისებრ-ამოზნექილი, ადვილად სცილდება ფეხს. წითელი, ნარინჯისფერი ან მომურო-წითელი, გლუვი ან ოდნავ ხავერდოვანი, კანი არ შორდება.

რბილობი — ხორციანი, მკვრივი, ქუდში ელასტიური, ასაკთან ერთად რბილდება, ფეხში სიგრძივ-ბიჭკოვანი. გაჭრისას თეთრია, ფეხის ქვედა ნაწილში მოლურჯო, სწრაფად ლურჯდება, შემდეგ შავდება.[3] მკვეთრად გამოხატული სუნითა და გემოთი.

მილაკოვანი ფენა — თავისუფალი, თეთრი, შემდგომში მომურო-ნაცრისფერი, ზოგჯერ ზეთისხილისფერი ან მოყვითალო ელფერით. მილაკები 1-3 სმ სიგრძის, კუთხოვან-მომრგვალებული, ფოროვანი ზედაპირი შეხებისას მუქდება.

ფეხი — 5-15 სმ, სისქე — 1,5-5 სმ, მთლიანი, ხშირად ძირისკენ გაფართოებული. ზედაპირი მონაცრისფრო-თეთრი, დაფარულია სიგრძივ-ბიჭკოვანი ქერცლებით, თავიდან თეთრია, ასაკთან ერთად მომურო ხდება.

სპორების ფხვნილი — ზეთისხილისფერ-ყავისფერი. სპორები — (13-17) × (4-5) მკმ, გლუვი, თითისტარისებრი.

ცვალებადობა რედაქტირება

ქუდის ფერი დამოკიდებულია ზრდის პირობებზე: ალვის ტყეებში ნაცრისფერი ელფერი აქვს, ხოლო სუფთა ვერხვებში — მუქი წითელი, შერეული ნარინჯისფერთან ან ყვითელ-წითელთან.

ნაირსახეობები რედაქტირება

ვერხვისძირას სისტემატიკა არასაკმარისადაა შესწავლილი.

არსებობს ფესვიანი ვერხვისძირების ნაირსახეობები, რომლებსაც ტრადიციულად მიაკუთვნებენ L. aurantiacum-ის სახეობას, თუმცა ზოგიერთი მკვლევარი მიიჩნევს, რომ ისინი უნდა მიეკუთვნებოდნენ სხვა სახეობას. Leccinum aurantiacum SENSU STRICTO ხასიათდება შემდეგი ნიშნებით: აგურისფერ-წითელი ქუდი; რბილობი გაჭრისას ჯერ მოწითალოა, შემდეგ მოლურჯო-შავი; ჰიფების უჯრედებში მელცერის რეაგენტების მოქმედების შედეგად წარმოჩნდებიან პიგმენტური პოლიმერები.

მსგავსი სახეობები რედაქტირება

ეკოლოგია და გავრცელება რედაქტირება

იზრდება ფოთლოვან და შერეულ ტყეებში ახალგაზრდა ხეებთან, უპირატესად ვერხვთან და ალვის ხეებთან, იშვიათად ტირიფთან, ფესვის გაკეთება შუძლია მუხასთან, წიფელთან, რცხილასთან და არყთან. მრავლადაა ვერხვით დაბურულ ადგილებში. მშრალ ზაფხულში ჩნდება ნესტიან მაღალი ვერხვის ხეებთან. ყველაზე ხშირად ნაყოფს იძლევა მცირე ჯგუფებით ან ერთეულებად მდელოებზე და ტყის გზების გასწვრივ, ბალახებში.

გავრცელებულია ევრაზიის მთელ ტყიან ზონაში, ასევე ტუნდრაში ჯუჯა არყის ხეებთან. რუსეთში ცნობილია ევროპულ ნაწილში, ჩრდილოეთ-დასავლეთ რუსეთში, კავკასიაში, ურალში, დასავლეთ ციმბირში და შორეულ აღმოსავლეთში. შესულია გერმანიისა და ნიდერლანდების გადაშენების პირას მყოფი სახეობების ნუსხაში.[4] ჩრდილოეთამერიკული ვერხვისძიირები, აღწერილი როგორც L. aurantiacum, სავარაუდოდ სხვა სახეობებს მიეკუთვნებიან.

სეზონი — ივნისიდან ოქტომბრამდე.[5][6] ვერხვისძირასთვის დამახასიათებელია სამ ფენად გამოჩენა. პირველი ფენა („თავთავები“) — ივნისის ბოლოდან ივლისის პირველ რიცხვებამდე (მცირე რაოდენობით). მეორე ფენა („მკის“) — ივლისის შუა რიცხვებში, შედარებით უხვია. მესამე („ფოთოლცვენის“) — აგვისტოს შუიდან სექტემბრის შუამდე, ნაყოფიერება უფრო ხანგრძლივი და მასიურია. ფენებს შორის და შემდეგ, ოქტომბრის შუამდე, შეიძლება შეგვხვდეს ერთეული ნაყოფის გამოჩენა, განსაკუთრებით ნოტიო ზაფხულში, როცა ფენები სუსტად არის გამოხატული.

კვებითი ღირებულება რედაქტირება

კარგი ხარისხის საჭმელი სოკოა. გამოიყენება ახალმოკრეფილი (მოხარშული, შემწვარი), გამხმარი, დაწნილებული და დამარილებული. დამუშავებისას მუქდება,[7] დამწნილებისას ბუნებრივ ფერს ინარჩუნებს.[8] გამუქების თვიდან ასააცილებლად ან შესამცირებლად საჭიროა მომზადების წინ დალბობა 0,5% ლიმონის მჟავის ხსნარში. მოხმარებამდე თერმულად უნდა დამუშავდეს,[9] წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება გამოიწვიოს კუჭის მომნელებელი სისტემის მოშლა.[10]

უხეში კონსისტენციის გამო დასავლეთ ევროპელი ავტორები გვირჩევენ ფეხები მოვაშოროთ.

გალერეა რედაქტირება

ლიტერატურა რედაქტირება

  • Грибы СССР, М.: „Мысль“, 1980.
  • Грибы: Справочник / Пер. с იტალ.. Ф. Двин, М.: „Астрель“, „АСТ“, 2001. — გვ. 219, ISBN 5-17-009961-4.
  • Ляхов П.Р., Энциклопедия грибов, „ЭКСМО-Пресс“, 2001. — გვ. 110, 116, ISBN 5-04-003208-0.
  • Справочник-определитель: Грибы / отв. за выпуск Ю. Г. Хацкевич. — Мн.: Харвест, 2002. — С. 132. — 480 с. — 7000 экз. — ISBN 985-13-0913-3.
  • Сержанина Г. И., Шляпочные грибы Белоруссии, Минск, 1984.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. Bull. (1791) , In: Hist. Champ. France (Paris):320
  2. Gray (1821) , In: Nat. Arr. Brit. Pl. (London) 1:646
  3. ნახუცრიშვილი ივ., საქართველოს სოკოები / რედ. და თანაავტ. არჩ. ღიბრაძე, თბ.: „ბუნება პრინტი“ და საქართველოს ბუნების შენარჩუნების ცენტრი, 2006. — გვ. 73, ISBN 99940-856-1-1.
  4. Władysław Wojewoda, Krytyczna lista wielkoowocnikowych grzybów podstawkowych Polski, Kraków: W. Szafer Institute of Botany, Polish Academy of Sciences, 2003, ISBN 83-89648-09-1.
  5. Bruno Cetto: „Der große Pilzführer”, vol. 1, Editura BLV Verlagsgesellschaft, München, Berna, Viena 1976, p. 516-517, ISBN 3-405-11774-7
  6. Linus Zeitlmayr: „Knaurs Pilzbuch”, Editura Droemer Knaur, München-Zürich 1976, p. 95-97, ISBN 3-426-00312-0
  7. Albert Pilát, Otto Ušák, Mały atlas grzybów, Warszawa: PWRiL, 1977.
  8. Andreas Gminder, Atlas grzybów. Jak bezbłędnie oznaczać 340 gatunków grzybów Europy Środkowej, 2008, ISBN 978-83-258-0588-3.
  9. Deutsche Gesellschaft für Mykologie: „Zeitschrift für Mykologie“, ტ. 62–63, Publisher Deutsche Gesellschaft für Mykologie, ბერლინი, 1996, გვ. 37.
  10. Miller Jr., Orson K.; Miller, Hope H. (2006). North American Mushrooms: A Field Guide to Edible and Inedible Fungi. Guilford, CN: FalconGuide. p. 373. ISBN 978-0-7627-3109-1.