ვერცხლის(I) სულფიდი

(გადამისამართდა გვერდიდან ვერცხლის სულფიდი)

ვერცხლის(I) სულფიდი — არაორგანული ნივთიერება. ქიმიური ფორმულა Ag2S. მიეკუთვნება ბინარულ ნივთიერებებს, აგრეთვე შეიძლება განვიხილოთ, როგორც ვერცხლისა და გოგირდწყალბადის მჟავის მარილი.

ბუნებაში გავრცელება რედაქტირება

ვერცხლის სულფიდი ბუნებაში გვხვდება მინერალების არგენტიტის, აკანტიტის და მაკინსტრიიტის სახით. ამ მინერალების ძირითადი თვისებები წარმოდგენილია ცხრილში:

აკანტიტი[1] არგენტიტი[2] მაკინსტრიიტი[3]
შემადგენლობა Ag2S Ag2S Ag1,2Cu0,8S
ფერი რუხ-შავი მუქი-რუხი შავი
სინგონია მონოკლინური რომბული რომბული
სიმკვრივე, გ/სმ3 7,326 7,317 6,61
სიმაგრე მოოსის სკალით 2–2,5 2–2,5 1,5–2,5

ფიზიკური თვისებები რედაქტირება

ვერცხლის სულფიდი რუხ-შავი ფერის მყარი ნივთიერებაა. ვერცხლის ნაერთებს შორის ყველაზე ცუდად იხსნება წყალში. ძალიან თხელ აფსკებში მეტალურ ვერცხლს ვარდისფერ შეფერილობას აძლებს. ეთანოლში არ იხსნება.

Ag2S არსებობს სამ კრისტალურ მოდიფიკაციაში:

სქოლიო რედაქტირება

  1. აკანტიტი webmineral.com-ზე. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-05-01. ციტირების თარიღი: 2019-02-03.
  2. არგენტიტი webmineral.com-ზე. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-05-01. ციტირების თარიღი: 2019-02-03.
  3. მაკინსტრიიტი webmineral.com-ზე. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-05-01. ციტირების თარიღი: 2019-02-03.