ვერონა (საგარეჯოს მუნიციპალიტეტი)

სოფელი საქართველოში, საგარეჯოს მუნიციპალიტეტი
ტერმინს „ვერონა“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ ვერონა (მრავალმნიშვნელოვანი).

ვერონასოფელი საქართველოში, საგარეჯოს მუნიციპალიტეტში (გომბორის თემი). მდებარეობს გომბორის ქედის სამხრეთ-დასავლეთ კალთაზე. მდინარე გომბორის მარჯვენა ნაპირზე. ზღვის დონიდან 1200 მეტრი, საგარეჯოდან 60 კილომეტრი.

სოფელი
ვერონა
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე კახეთის მხარე
მუნიციპალიტეტი საგარეჯოს მუნიციპალიტეტი
თემი გომბორი
კოორდინატები 41°51′06″ ჩ. გ. 45°14′32″ ა. გ. / 41.85167° ჩ. გ. 45.24222° ა. გ. / 41.85167; 45.24222
ცენტრის სიმაღლე 1200
მოსახლეობა 57[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 100 %
სასაათო სარტყელი UTC+4
საფოსტო ინდექსი 3804[2]
ვერონა (საგარეჯოს მუნიციპალიტეტი) — საქართველო
ვერონა (საგარეჯოს მუნიციპალიტეტი)
ვერონა (საგარეჯოს მუნიციპალიტეტი) — კახეთის მხარე
ვერონა (საგარეჯოს მუნიციპალიტეტი)

სოფელში მდებარეობს უძველესი ციხესიმაგრე, რომელიც ვახუშტი ბატონიშვილს თავის წიგნში „აღწერა სამეფოსა საქართველოსი“ მოხსენიებული აქვს, როგორც ვერენის ციხე.[3]

ისტორია რედაქტირება

სოფელი დასახლებული ყოფილა უძველესი დროიდან. წყაროებში პირველად XV საუკუნეში ვერენას სახელწოდებით იხსენიება. ახლა სოფელში ცხოვრობენ მთიდან ჩამოსახლებული ხევსურები. ისინი გავერანებულ ადგილებზე დასახლდნენ და ამიტომ სოფელს ვერანა დაარქვეს. დღეს სოფელი ვერონის სახელწოდებითაა ცნობილი. სოფელზე გადიოდა ივრის ხეობიდან გომბორის უღელტეხილით ალაზნის ველზე გამავალი გზა.

დემოგრაფია რედაქტირება

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 57 ადამიანი.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
2002[4] 94 42 52
2014[1]   57 32 25

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

ლიტერატურა რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება