ვერნების ეკლესია
ვერნების ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი ხულოს მუნიციპალიტეტში, სოფელ ვერნებში.
ძეგლის აღწერა რედაქტირება
ძეგლი პირველად მოინახულა თედო სახოკიამ, რომლის ნანგრევებში აღმოჩნდა ერთ-ერთი საყურადღებო და ჩუქურთმიანი ქვა, რომელიც საყდრის შესასვლელის ზღუდარი უნდა ყოფილიყო. წარწერა პალეოგრაფიული თავისებურებებით XII-XIII საუკუნეებით თარიღდება. იგი იხსენიებს ერისთავთ ერისთავებს გრიგოლს, აბუსერს, გიორგის, ბეშქენს და სხვა.
„ | ქ(რისტ)ე ად(იდე)ნ ე(რისთავთ) ე(რისთავ)ნი (გრიგოლ) და აბ(უ)ს(ე)რი და გ(იორგ)ი და (ბე)შქენი (ერთი სიტყვა არ იკითხება) ზ(ა)ქ(ა)რ(ია) | “ |
ლიტერატურა რედაქტირება
- ი. სიხარულიძე, „აჭარის მატერიალური კულტურის ძეგლები“, ბატ., 1962, გვ., 35
- თ. სახოკია, „მოგზაურობანი“, თბ., 1985, გვ. 295-297
- თ. ჟორდანია, „ქრონიკები“, ტ. 2, გვ. 120-123