ვერაკრუსის კლასიკური კულტურა

ვერაკრუსის კლასიკური კულტურა, ან მექსიკის ყურის სანაპიროს კლასიკური კულტურა — კულტურული უბანი ჩრდილოეთ და ცენტრალურ ნაწილში თანამედროვე მექსიკის შტატ ვერაკრუსისა, სადაც ინდიური კულტურა არსებობდა, დაახლოებით, I-XI საუკუნეებში. მესოამერიკული ქრონოლოგიის მიხედვით კულტურა განეკუთვნება კლასიკურ ეპოქას[1]. ზოგჯერ შეცდომით უწოდებენ ტოტოკანების კულტურას.

ვერაკრუსის კლასიკური კულტურა და კლასიკური ეპოქის სხვა მნიშვნელოვანი დასახლებები

კულტურის ცენტრი იყო ელ-ტახინი; სხვა დასახლებებს შორის გამოიყოფოდა იგერასი (Higueras), საპოტალი, სერო-დე-ლას-მესასი, ნოპილოა და რემოხადასი (უკანასკნელი ორი კერამიკის წარმოების მნიშვნელოვანი ცენტრები იყო). ვერაკრუსის კულტურა გავრცელდა მექსიკის ყურის სანაპიროს გასწვრივ, მდინარეებს, ჩრდილოეთით პანუკოსა და სამხრეთით პაპალოაპანს, შორის.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. სხვადასხვა ავტორები სხვადასხვაგვარად ათარიღებენ კულტურის დროით ჩარჩოებს, მაგალითად, Noble (დ. 645) — 250-დან 900 წლამდე, სხვები უფრო არაცხადად უკავშირებენ მესოამერიკული ქრონოლოგიის კლასიკურ ეპოქას.