ვეჟან ბუზმირი
ვეჟან ბუზმირი — ქართლის მარზპანი VI საუკუნის 40-იან წლებში. მოხსენებულია VI საუკუნის ძეგლში „ვესტათი მცხეთელის მარტვილობა“. ვეჟან ბუზმირმა მცხეთელი სპარსელების დაბეზღებით შეიპყრო გაქრისტიანებული სპარსელი ვესტათი (რომელიც ქართლის წინანდელმა მარზპანმა არვანდ გუშნასპმა გაათავისუფლა) და სიკვდილით დასაჯა.
ლიტერატურა რედაქტირება
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 367.