ვენის მიქაელის ტაძარი

ვენის მიქაელის ტაძარი ან მიხაელერკირხე (გერმ. Michaelerkirche) — რომაულ-კათოლიკური ეკლესია ავსტრიაში, ქალაქ ვენის ცენტრში. XIII საუკუნეში იგი ვენის სამი სამრევლოდან ერთ-ერთს წარმოადგენდა შტეფანსდომთან და შოტლანდიელთა მონასტრერთან ერთად. მიქაელეს ტაძარი ვენის უძველეს ტაძართა სიაშია და ერთ-ერთი იშვიათი რომაული სტილის ნაგებობაა ქალაქში. ზოგიერთი ელემენტი უფრო გვიანდელია და ბაროკოს ან კლასიციზმის სტილს წარმოადგენს. ტაძარი მიქაელ მთავარანგელოზის სახელობისაა და 1923 წლიდან სალვატორიანელთა ორდენს ექვემდებარება.

ვენის მიქაელის ტაძარი

მიქაელის ტაძარი ცნობილია თავისი საძვალით, რომელშიც განსაკუთრებული კლიმატური თავისებურებების გამო ზოგიერთი გვამი არ გაიხრწნა, არამედ თავისთავად მოხდა მუმიფიცირება.

ლიტერატურა რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

  ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: ვენის მიქაელის ტაძარი