ვენახივაზის ბაღი. მიწის ნაკვეთი, რომელზეც გაშენებულია ვაზის პლანტაცია, სადაც მოყავთ ყურძენი ღვინისთვის, სასუფრე ყურძენი და უბრალო, უალკოჰოლო წვენისთვის. ეს წარმოება მევენახეობის სახელითაა ცნობილი, რომელიც როგორც სოფლის მეურნეობის დარგია, ასევე მეცნიერებაა.

ვენახი სამხრეთ საფრანგეთში

მევენახეობის ყველაზე მაღალმთიანი რაიონებია ბოლივიაში (2500-3000 მეტრი ზღვის დონიდან), დაღესტანში (1400 მეტრი), აზერბაიჯანში (1300 მეტრი). ტროპიკულ სარტყელში ვაზის ვეგეტაცია უწყვეტად მიმდინარეობს, რაც წლის განმავლობაში ორი მოსავლის მიღების საშუალებას იძლევა. გასული საუკუნის 70-80-იან წლებში მთელ მსოფლიოში ვაზის ნარგავების ფართობები სტაბილური სახით 10 მილიონ ჰექტარს აღწევდა, რაც სოფლის მეურნეობისათვის გამოყენებული ფართობის 0,7% შეადგენდა.[1]

ისტორია რედაქტირება

ღვინოს, რამდენიმე მტკიცებით, ჯერ კიდევ 6000-5000 წლის წინ აწარმოებდნენ.[2] ღვინის დამზადების ტექნოლოგიების განვითარებაში დიდი წვლილი ძველ ბერძნებს მიუძღვით, მაგრამ ძირითადი, საბოლოო სახე რომის იმპერიაში ჩამოყალიბდა.[3]

ლიტერატურა რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. ავთო ბიბიჩაძე - ვაზის გავრცელების არეალი.
  2. 8,000-year-old wine unearthed in Georgia. არქეოლოგია (2003). ციტირების თარიღი: 24 თებერვალი 2004.
  3. Phillips, R. (2000). A Short History of Wine. Harper Collins, გვ. 37. ISBN 0060937378.