ველტყევი
მთა საქართველოში, იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეებში
ველტყევი, კვეშლევი — მთა საქართველოში, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარის ამბროლაურისა და იმერეთის მხარის საჩხერის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ საზღვარზე. მდებარეობს რაჭის ქედზე, მდინარეების ჯრუჭულისა (ყვირილის მარჯვენა შენაკადი) და კრიხულის (რიონის მარცხენა შენაკადი) წყალგამყოფ მონაკვეთზე. სიმაღლე ზღვის დონიდან 1927 მ. აგებულია ცარცული ასაკის კირქვებითა და გადოლომიტებული კირქვებით. ველტყევის სამხრეთ-აღმოსავლეთი კალთა ციცაბოა, დანარჩენი — დამრეცი. ყველაზე დამრეცია ჩრდილო-დასავლეთი კალთა, რომელსაც ახასიათებს რელიეფის კარსტული ფორმები. ველტყევის ზედა ნაწილი შემოსილია სუბალპური ბუჩქნარითა და მდელოებით, ქვედა — სოჭისა და წიფლის ტყეებით.
ველტყევი | |
---|---|
კოორდინატები: 42°26′22″ ჩ. გ. 43°16′18″ ა. გ. / 42.4395000° ჩ. გ. 43.2717000° ა. გ. | |
ქვეყანა | საქართველო |
ტერიტორიული ერთეული | ამბროლაურის მუნიციპალიტეტი საჩხერის მუნიციპალიტეტი |
სიმაღლე | 1927 მ |
ქედი | რაჭის ქედი |
ამგებელი ქანები | კირქვა და გადოლომიტებული კირქვა |
ლიტერატურა რედაქტირება
- ნემანიშვილი ს., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თბ., 2014. — გვ. 245–246.