ველიკანოვის სახლი

ველიკანოვის სახლი (რუს. Особняк Великановой) — შენობა დონის როსტოვში. მდებარეობს ძველი ყაზანის ქუჩაზე (ამჟამად სერაფიმოვიჩის ქუჩა № 10). აგებულია 1884-1890 წლებში როსტოველი არქიტექტორების ნიკოლაი დოროშენკოსა და ნ. სოკოლოვის პროექტის მიხედვით[1]. ამჟამად შენობაში განთავსებულია მ. გრეკოვის სახელობის როსტოვის სამხატვრო ტექნიკუმი. ველიკანოვის სახლს გააჩნია რუსეთის ფედერაციის რეგიონალური მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი[2].

ველიკანოვის სახლი
რუს. Особняк Великановой
კოორდინატები 47°13′02″N 39°42′06″E / 47.2173° ჩ. გ. 39.701675° ა. გ. / 47.2173; 39.701675
მდებარეობა დონის როსტოვი
არქიტექტორი ნიკოლაი დოროშენკო, ნ. სოკოლოვი
ტიპი რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 6100038000
გახსნის თარიღი 1884-1890

ისტორია რედაქტირება

1884-1890 წლებში როსტოველმა ვაჭარმა სემიონ ველიკანოვმა თავისი ქალიშვილისთვის ააშენა სახლი ყაზანის (ამჟამად სერაფიმოვიჩის) ქუჩაზე[1]. ამ სახლში იგი ცხოვრობდა თავის მეუღლესთან, მატვეი კირილეს ძე კოზლოვთან ერთად, რომელიც იყო ქალაქის საკრებულოს წევრი, სამთო ინჟინერი. სახლში იყო 28 ოთახი, სარდაფი და შადრევანი ეზოში[3].

საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ მოხდა სახლის ნაციონალიზაცია. 1921 წელს შენობაში განათავსეს კარლ მარქსის სახელობის როსტოვის სახელმწიფო სახალხო ბიბლიოთეკა (ამჟამად დონის სახელმწიფო სახალხო ბიბლიოთეკა). ჟურნალისტი ბორის ოლენინი გაზეთ „Молот-ში“ წერდა:

 
„ველიკანოვის დინასტიის სახლში დასახლდნენ მნიშვნელოვანი ტომები, მუქი, თითქმის როგორც სამღვდელო სამოსი და რევოლუციის დასაწყისის ჟურნალები მჩქეფარე, ფერადი ცისარტყელას ფერადი ფერებივით.[3]

1994 წელს ბიბლიოთეკა გადავიდა ახალ შენობაში პუშკინის ქუჩაზე, ხოლო ველიკანოვის სახლში განთავსდა მ. გრეკოვის სახელობის როსტოვის სამხატვრო სასწავლებელი.

სქოლიო რედაქტირება

  1. 1.0 1.1 Есаулов Г. В., Черницына В. А. Архитектурная летопись Ростова-на-Дону. — 2-е изд.. — Ростов-на-Дону, 2002. — С. 123. — ISBN 5-8456-0489-3.
  2. Ростов-на-Дону (объекты культурного наследия регионального значения). Официальный портал Правительства Ростовской области. ციტირების თარიღი: 2013-11-09.
  3. 3.0 3.1 Швецов С. Д. На высоком донском берегу: Очерки из прошлого Ростова. — Ростов, 1982. — С. 65—66.