ველბოტი (ინგლ. whale-boatვეშაპთმხოცავი კანჯო) — სწრაფმავალი მსუბუქი საზღვაო კანჯო, რომელსაც აქვს მსხვილი ცხვირი და კიჩო. მისი ტვირთამწეობაა 3 , სიგრძე — 7–10 . ნიჩბები ჭადრაკულად აქვს განლაგებული. მენიჩბეები (4–8) ცალ-ცალკე სხდებიან მერხებზე და თითო ნიჩაბს უსვამენ. ველბოტს აქვს პატარა ანძა, რომელზეც აფრაა დამაგრებული, და საჰაერო ყუთები, რომელთა მეშვეობით იგი ცურვადია მაშინაც, როცა წყლით იფარება. ველბოტი არის სამგზავრო და მაშველი. ველბოტს ვეშაპსახოცავად აღარ იყენებენ.

ველბოტი

ლიტერატურა რედაქტირება