ვედიდკარის წმინდა გიორგის ეკლესია

ვედიდკარის წმინდა გიორგის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი მარტვილის მუნიციპალიტეტში, სოფელ ვედიდკარში.

აღწერა რედაქტირება

ვედიდკარის წმინდა გიორგის ეკლესია წაროადგენს სამნავიან ბაზილიკას. თავდაპირველად ნაგები იყო კლდის ქვით, კირის დუღაბზე. ამჟამად ნაგებია კლდის დიდი ზომის ქვებით, ალაგ-ალაგ გამოყენებულია შირიმის ქვა და წითელი აგური. ეკლესიას შესასვლელი დასავლეთიდან, სამხრეთიდან და ჩრდილოეთიდან აქვს. აღმოსავლეთ ფასადზე გაჭრილია 3 ვიწრო სარკმელი. სამხრეთის, ჩრდილოეთისა და დასავლეთის ფასადზეც 3-3 სარკმელია დატანებული.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

  •   კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 5179