ვახუშტი ბაგრატიონის ქუჩა

ვახუშტი ბაგრატიონის ქუჩა — ქუჩა თბილისში, დიდუბის რაიონში (დიდუბე); ვახუშტი ბაგრატიონის ხიდიდან რკინიგზამდე. წარმოიქმნა XIX საუკუნის 80-იან წლებში. 1898 დაერქვა სერგეი შერემეტევის სახელი, 1923 წელს — ვახუშტის, 1973 წელს — ვახუშტი ბაგრატიონის. ქუჩის მნიშვნელობა განსაკუთრებით გაიზარდა ვახუშტი ბაგრატიონის ხიდის აშენების შემდეგ.

ვახუშტი ბაგრატიონის ქუჩა
საერთო ინფორმაცია
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ქალაქი თბილისის დროშა თბილისი
რაიონი დიდუბის რაიონი
უბანი დიდუბე
წინა სახელები სერგეი შერემეტევის ქუჩა, ვახუშტის ქუჩა

ლიტერატურა რედაქტირება